08:53:44     07-06-2012
შემწვარი ქათამი არაჟნით

მასალა:
ქათამი
არაჟანი - 500 გრამი
ბრინჯი - 1 ჩაის ჭიქა
მარილი, პილპილი, ნიორი - გემოვნებით
დაჭრილ ქათამს მოვაყაროთ მარილი, შავი პილპილი, წავუსვათ დანაყილი ან გატარებული ნიორი, დავალაგოთ ტაფაზე, მოვასხათ 500 გრამი არაჟანი და დავდგათ გრილ ადგილზე. 1 საათის შემდეგ შევდგათ გაზქურაში, როცა ქათამი შეიბრაწება გამოვიღოთ, ფრთხილად გადმოვალაგოთ თეფშზე. ტაფის ძირზე მოვფინოთ წინასწარ მოხარშული და გაწურული ბრინჯი, ზემოდან დავალაგოთ ქათმის ნაჭრები და ისევ შევდგათ გაზქურაში 10-15 წუთით. შემდეგ ფრთხილად გადმოვიტანოთ შესაფერის ლანგარზე ან გაშლილ თეფშზე ისე, რომ ბრინჯი კვლავ ძირში მოექცეს. 0