ბჟეზინსკიმ რუსეთს ჩინეთის წინააღმდეგ ამერიკასთან კავშირში შესვლისკენ მოუწოდა ბჟეზინსკიმ რუსეთს ჩინეთის წინააღმდეგ ამერიკასთან კავშირში შესვლისკენ მოუწოდა />


  08:42:21     07-06-2012

ბჟეზინსკიმ რუსეთს ჩინეთის წინააღმდეგ ამერიკასთან კავშირში შესვლისკენ მოუწოდა

a18827.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, ზიგმუნდ ბჟეზინსკიმ ვაშინგტონში რუს ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა, რომელშიც მან რუსეთს მოუწოდა ჩინეთის საწინააღმდეგო ამერიკულ გეგმებში მონაწილეობა მიიღოს.

კერძოდ, მან აღნიშნა:

„ჩვენ და თქვენ საერთო ქრისტიანული ისტორია გვაერთანებს. ჩვენ არ გაგვაჩნია საერთო პოლიტიკური ფასეულობანი: სამართლის უზენაესობა და კონსტიტუციური დემოკრატია. თუმცა, დღეს სიტუაცია იცვლება.

ქალაქებში გაჩნდა ახალი თაობა, საშუალო კლასი, რომელიც თავისი ფასეულობებით ინტერნაციონალურია, ღიაა და ნამდვილად სამოქალაქო საზოგადოების ფასეულობების მომხრეა. თანაც, არ ვფიქრობ, რომ პუტინის მმართველობას შეუძლია ამ თაობის მოძრაობას ხელი შეუშალოს. რაც არ უნდა გააკეთოს მან, ისტორიის მსავლელობას უკვე  ვერ შეცვლის.

ცივი ომი აშშ–სა და სსრკ–ს შორის ჰეგემონობისათვის  ბრძოლის ბოლო ფაზა იყო. თითოეული მათგანის ამოცანა გახლდათ ევროპაზე კონტროლის დამყარება, რაც მსოფლიოზე კონტროლს უზრუნველყოფდა. თუმცა ყველაფერს აქვს ბოლო. აშშ–სა და სსრკ–ს შორის ბრძოლაც დასრულდა, ისევე როგორც ნებისმიერი ჰეგემონობისათვის ბრძოლა.

დღეს რუსეთს უფრო აღმოსავლეთი უნდა აფიქრებდეს, ვიდრე დასავლეთი. თქვენ აღმოსავლეთში გვყავთ მეზობელი, რომელიც რეალურად ძალას იკრებს, ეკონომიკურად ძალზე წარმატებულია და ამჟამად იგი უზარმაზარ საბიუჯეტო სახსრებს თავის სამხედრო მანქანაში აბანდებს. ეს ჩინეთია.

რუსეთის შორეული აღმოსავლეთი რუსებით ნაკლებადაა დასახლებული და იქ სულ უფრო ხშირად სახლდებიან ჩინელები. რუსეთის მსოფლიო თანამეგობრობაში გაწევრიანების იდეა რუსეთისთვის აუცილებლობას წარმოადგენს. რუსეთს წინააღმდეგობა შეიძლება შეექმნას არამხოლოდ ჩინეთთან, არამედ კორეასთან და იაპონიასთანაც.

ის, რაც ჩინეთის სახრეთში ხდება, არ შეიძლება განგაშს არ იწვევდეს, მათ შორის, რუსეთშიც. იქ ექსტრემისტული განწყობილებები მატულობენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, ევროპასა და რუსეთს არა მხოლოდ ომზე, არამედ შიმშილზეც, რესურსების უკმარისობაზეც,ეკოლოგიურ დაბინძურებაზეც, ახალ გლობალურ პრობლემებზე აუცილებლად დავჭირდება კოლექტიურად მოქმედება და ერთად რეაგირება. რუსეთი არ არის ლიბია და არც პუტინია კადაფი. რუსეთი ევროპული ქვეყანაა. მე მას ყოველთის ასეთად მივიჩნევდი კულტურისა და მსოფლმხედველობის თვალსაზრისით, მაგრამ რუსეთს არ ყოფნის კონსტიტუციური დემოკრატიის ფასეულობისადმი, პოლიტიკური უფლებებისადმი, სამოქალაქო თავისუფლებებისადმი ერთგულება.

რუსეთი  თავისი ისტორიით არცთუ იშვიათად აღმოსავლურ დესპოტურ რეჟიმებს უფრო გვაგონებდა, ვიდრე ევროპულს. ეს იყო სტოლიპინის დროს, ლენინისა და სტალინის დროს. აქამდე რუსეთის პოლიტიკურ სისტემაში არ არის პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპი, ხოლო სახელმწიფო ინტერესებზე უფრო მაღლა პიროვნების ინტერესები დგას.

მაგრამ სიტუაცია უცილობლად შეიცვლება. ჩვენ გვერდიდან ამას კარგად ვხედავთ. ახალგაზრდა რუსთა თაობა დასაველთში ხშირად დადის, სწავლობს იქ, გადააქვს მისი კულტურა და ფასეულობანი, ხდება მისი ნაწილი.

ძნელია წარმოიდგინო, რომ ისინი დაბრუნების შემდეგ კვლავაც ისეთები გახდებიან, როგორებიც მანამდე იყვნენ.  ყურადღება მიაქციეთ, ეს ეხება არამხოლოდ ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს, არამედ ჩინოვნიკთა და ოლიგარქების შვილებსაც. ისინი აშშ–სა და ინგლისში სწავლობენ და ხდებიან თავიანთი მშობლებისგან განსხვავებულნი. მართალია, დღეს თქვენ ავტორიტარული რეჟიმი გაქვთ, მაგრამ ინტერნეტის დამსახურებით ხელგეწიფებად ინფორმაციის არსებითად სხვადასხვა წყაროებით ისარგებლოთ.

მე ვკითხულობ, თქვენს გაზეთებს და ვხედავ, რომ ბევრი მათგანი არ განსხვავდება იმისგან, რაც დასავლეთშია. მიმაჩნია, რომ რუსეთი „დასავლეთევროპული ქვეყნების ხალხთა ოჯახის“ წევრი და მასში ერთ–ერთი წამყვანი უნდა გახდეს. რაღაც მომენტში რუსეთიც აღმოაჩენს, რომ მისთვის ნატოში შესვლა სასარგებლოა. მაგრამ რუსეთი რომ ნატოში გასაწევრიანებლად მზად  რომ იყოს, აუცილებელია დემოკრატიული ცვლილებები. როდესაც რუსეთში დემოკრატია იმუშავებს, მაშინ ნატოც მზად იქნება იგი მიიღოს.

დღეს რუსეთი ნატოს კი არა, ჩინეთს უნდა უფრთხოდეს. მსოფლიო სტაბილურობის თვალსაზრისიდან გამომდინარე, ჩინეთი არ შეგვიძლია ჩამოვწეროთ. თუ  ჩინეთი მაინც გახდება მოწინააღმდეგე, მაშინ ეს მსოფლიო სტაბილურობაზე უზარმაზარი დარტყმა იქნება და, პირველ რიგში, რუსეთის სტაბილურობაზე დარტყმა“.

0

ავტორი: