რუსეთის დაშლის ჩუბაისისეული სამი სცენარი რუსეთის დაშლის ჩუბაისისეული სამი სცენარი />


  11:36:07     06-06-2012

რუსეთის დაშლის ჩუბაისისეული სამი სცენარი

a18802.gif

რუსული პრივატიზაციის მამად წოდებული, ანატოლი ჩუბაისი, მოსკოვურ ჟურნალ „მედვედთან“ ინტერვიუში რუსეთის ფედერაციას არცთუ სახარბიელო მომავალს უწინასწარმეტყველებს. როგორც ეს გამოცემა აღნიშნავს, მათ ჯერ კიდევ გასული  წლის  შემოდგომაზე აუღიათ ჩუბაბაისისგან ინტერვიუ.

მაშინ მან, ჟურნალის მტკიცებით, იწინასწარმეტყველა, მოვლენათა განვითარების აბსოლუტურად ახალი მსვლელობა, ანუ, ის ჯერ კიდევ ერთი წლის წინ საუბრობდა, „თეთრ რევოლუციაზე“ და „მისი პროგნოზი სრულად ახდა კიდეც“.

მიმდინარე წლის 31 მაისს ჩუბაისთან გამოქვეყნებულ ინტერვიუში კი         „პრივატიზაციის მამამ“ კონკრეტულად განაცხადა, რომ რუსეთი დაიშლება და კერძოდ, მიუთითა სამი სცენარი, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ეს ყველაფერი:

 „პირველი სცენარი. ხელისუფლებამ შეიძლება ოპოზიციის მოხრჩობა  პოლიციური მეთოდებით მოინდომოს. რუსეთის რეალობაში ეს სრულიად შესაძლებელი და სრულიად ბუნებრივიცაა“.

მეორე სცენარს ეწოდება „მმართველობის მოშლა“, რაც ქუჩაში მასობრივ ძალადობაზე გადასვლას გულისხმობს. „რუსეთის მცხოვრებლებს კარგად გვესმის, თუ რას ნიშნავს ეს: გავიხსენოთ, 1993 წლის 4 ოქტომბერს, როგორ უტევდნენ თეთრ სახლს ტანკები. მსგავსი სცენარი ახლაც გამორიცხული არ არის“.

მესამე სცენარი ერთი შეხედვით, საკმაოდ უცნაური, მაგრამ სრულიად შესაძლებელია: რუსეთში დემოკრატიული ფასეულობები იმარჯვებენ. პატიოსან არჩევნებში ახალ დუმას აირჩევენ. პუბლიკა იქ ამჟამად არსებულზე უარესი არა, მაგრამ მნიშვნელოვნად უფრო მემარცხენე  იქნება. ის აბსოლუტურად მაშინვე ყველა სასურველ ეკონომიკურ რეფორმას, რომელიც ბოლო ათი წლის მანძილზე არ შესრულდა, დაბლოკავს. ცხადია, ეს დემოკრატიის ტრიუმფალური გამარჯვების შედეგად მოპოვებულ  ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას დაამუხრუჭებს“.

ყველა ექსპერტი, ვინც კი ჩუბაისი სცენარებს გაეცნო, სამართლიანად აღნიშნა: „ჩუბაისის მიერ ნახსენები ყველა სცენარი შესაძლებელია და ყველა მათგანს რუსეთი ტერიტორიული რღვევისკენ მიჰყავს. მარჯვნივ შეეხები, თუ მარცხნივ, დემოკრატიას, თუ პოლიციას – ყველაფერი დაიშლება. ადრე მოხდება ეს, თუ გვიან ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი იქნება ფასები ნავთობზე და გაზზე“.

რაც შეეხება მოვლენათა განვითარების მეოთხე სცენარს, იგი ჩუბაისს, უბრალოდ არ გააჩნია და არცაა საჭირო, რადგანაც რუსეთის დასაშლელად მოვლენათა ზემოთნახსენები ჩუბაისიეული სამი სცენარიც სრულიად საკმარისია.

0

ავტორი: