09:15:20     06-06-2012
ასადი რუსეთის მიერ ჩეჩნეთში აპრობირებულ საომარ ტაქტიკას იყენებს
შეერთებულმა შტატებმა გამოქვეყნა თანამგზავრებიდან გადაღებული ფოტოები, რომლებზეც სირიის სამთავრობო ჯარების ქმედებებია აღბეჭდილი - წერს იტალიური გაზეთი Corriere della Sera.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ფოტოებზე ნათლად ჩანს არტილერიის გადაადგილებისა და საარტილერიო ცეცხლის კვალი, რაც ადასტურებს, რომ სირიის რეჟიმი არ ასრულებს კოფი ანანის მშვიდობიან გეგმას.
ფოტომასალაში არის ქალაქ ჰომსში მოწყობილი სასაკლაოს ამსახველი სურათებიც. შვიდობიან მოქალაქეთა მასობრივი მკვლელობიდან სულ რამდენიმე საათში გადაღებული და მათში კარგა ჩანს სამთავრობო ჯარების ჯავშანტექნიკა და იარაღი.
Corriere della Sera 26 მაისს ჰულაში მომხდარი ტრაგედიის სურათს ქრონოლოგიურად აღადგენს და აღნიშნავს, რომ თავდაპირველად, სამთავრობო ჯარებმა მშვიდობიან მოსახლეობას საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს, რომელიც 3 საათის განმავლობაში არ შეწყვეტილა, ამის შემდეგ კი საქმე შეიარაღებულმა დაქირავებულებმა განაგრძეს: ისინი სახლიდან სახლისკენ გადაადგილდებოდნენ და მშვიდობიან მოქალაქეებს კლავდნენ.
როგორც ტელეკომპანია BBC-ს ექსპერტი აღნიშნავს, სირიის სამთავრობო არმიის მოქმედება ქალაქ ჰულაში იმ ტაქტიკას ჰგავს, რომელსაც ტავის დროზე წიტელი არმია იყენებდა. მისი თქმით, კარგადაა ცნობილი, რომ დღეს „რუსი ექსპერტების უმრავლესობა დახმარებას უწევს სირიის რეჟიმს“.
ამასთან, როგორც Corriere della Sera აღნიშნავს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ დღეისათვის „სირიის ხელისუფლებამ გადაიღო ის სასტიკი ტაქტიკა (გადამწვარი მიწის, მოქალაქეთა საჩვენებელი დახვრეტის, საცხოვრებელი რაიონების დაბომბვისა და დასახლებული პუნქტების დაცარიელების ტაქტიკა), რომელსაც რუსეთი ჩეჩნეთში იყენებდა“. 0