13:23:44     05-06-2012
კლინტონი: შტატები საქართველოს საკუთარი საზღვრების დაცვაში დაეხმარება

„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს დაეხმარება დაიცვას საკუთარი საზღვრები“ - ამის შესახებ განცხადება ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ბათუმში ქართული მხარისთვის საპატრულო კატარღის გადმოცემის საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, ბათუმი არის ხიდი აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას შორის.
„მინდა პატივი მივაგო სანაპირო დაცვის ყველა თანამშრომელს და გადმოგცეთ ახალი კატარღა „ფაზისი“, რომელიც დღეიდან ქართულ წყლებს დაიცავს. ამასთან, ვაგრძელებთ სტრატეგიული თანამშრომლობით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და გეხმარებით სუვერენიტეტის შენარჩუნებაში. თქვენ უნდა დაიცვათ არა მარტო წყლები, არამედ საზღვრები და თქვენი მიწა“,- აღნიშნა ჰილარი კლინტონმა.
მისი თქმით, საპატრულო კატარღის გადაცემა იმ მცირე დახმარების ნაწილია, რომელითაც საქართველომ ქვეყნის სუვერენიტეტი უნდა დაიცვას.
ცნობისთვის, ძველი კატარღის მოდერნიზება ამერიკული მხარის დახმარებით მოხერხდა. საპატრულო კატარღა თანამდეროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა.
დამონტაჟდა უახლესი სანავიგაციო სისტემა და მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სამაშველო, ისე საპატრულო დანიშნულებით.
0