10:06:10     05-06-2012
ყველის შნიცელი

მასალა:
ყველის 4 ნაჭერი (1 სმ სისქის)
1 ცალი კვერცხი
კუბიკების ფორმის ორცხობილა ("სუხარი")
დაჭრილი მწვანე ხახვი
1-2 ცალი პამიდორი
შესაწვავად საჭირო ცხიმი
ყველის ნაჭრები ამოვავლოთ კვერცხსა და სუხარში, და შევწვათ კარგად გაცხელებულ ცხიმში ორივე მხრიდან, ვწვათ მანამდე, სანამ მოოქროსფრო-ყავისფერ ფერს არ მიიღებს. მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, გავაფორმოთ პამიდვრის ნაჭრებით და სუფრაზე ისპანახთან და კარტოფილთან ერთად მივიტანოთ.
0