11:48:37     02-06-2012
ამერიკელთა ახალი სამხედრო სტრატეგია, აზია–წყნარი ოკეანის რეგიონში
აშშ–ის თავდაცვის მინისტრ, ლეონ პანეტას გაცხადებაზე დაყრდნობით, „ბი– ბი–სის“ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები 2020 წლისთვის თავის სამხედრო ხომალდების 60%–ის აზია–წყნარი ოკეანის რეგიონში გადაყვანას გეგმავს.
პენტაგონის შეფმა ასეთი გაცხადება სინგაპურში, უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ რეგიონალურ თათბირზე გააკეთა და აღნიშნა, რომ აშშ–ის სამხედრო სტრატეგიაში ცვლილებები მიმართული არ არის ჩინეთის სულ უფრო მზარდი ზეგავლენის შეჩერებისკენ.
მიუხედავად ამისა, პეკინმა უკმაყოფილება გამოთქვა იმით, თუ რა ყურადღებას უთმობენ ამერიკელი სამხედროები აზიას.
გასული წლის ნოემბერში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ აზია–წყნარი ოკეანის რეგიონი პრიორიტეტად გამოაცხადა.
„აშშ წყნარი ოკეანის სახელმწიფოა და ჩვენ აქ დარჩენას ვაპირებთ“, – განაცხადა ობამამ ავსტრალიის პარლამენტში გამოსვლისას. ეს განცხადება მაშინ ჩინეთის მიერ, რომელიც მიისწრაფვის გახდეს რეგიონის ლიდერი, ნამდვილ გამოწვევად იქნა აღქმული.
„2020 წლისთვის სამხედრო–საზღვაო ძალებში განახორციელდება გადაადგილება, რომელიც წყნარ ოკეანესა და ატლანტიკას შორის ამჟამად არსებულ ბალანს, რაც დაახლოებით, 60 და 40 პროცენტია 50–50% შეფარდებაზე დაიყვანს“, – თქვა პანეტამ სინგაპურში გამართულ კონფერენციაზე.
„ეს გადაადგილება მოიცავდეს იქნება 6 (ექვს) ავიამზიდს, კრეისერთა ესმიცების, სამხედრო გემებისა და წყალქვეშა ნავების უმეტესობას“, – განაცხადა მინისტრმა.
მინისტრის თქმით, პენტაგონი ასევე შეეცდება წვრთნების რაოდენობა და მასშტაბები, რომლებიც რეგიონში მოკავშირე–ქვეყნებთან ერთად ჩატარდება, გაზარდოს.
მანვე აღნიშნა, რომ ფინანსური სიძნელეები, რომლებსაც ვაშინგტონი განიცდის, ამ გეგმებზე არანაირად არ აისახება, რადგანაც ხუთწლიან საბიუჯეტო გეგმაში შესაბამისი დანახარჯები გათვალისწინებულია.
ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ იმოქმედებს „თანმიმდევრულად, მშვიდად და გააზრებულად“. აღსანიშნავია, რომ ამ პოლიტიკის დაფინანსებაზე ნოემბერში ბარაკ ობამაც საუბრობდა.
„აშშ–ში თავდაცვის ხარჯები არ შემცირდება, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ მოხდება აზია–წყნარი ოკეანის რეგიონის ხარჯზე. ჩემი ხაზი ძალზე ნათელია, მომავალი ბიუჯეტის დაგეგმვისას გამოვყოფთ იმდენ რესურსს, რამდენიც ამ რეგიონში ჩვენი სამხედრო ძალების ყოფნისთვის საჭირო იქნება“, – დაარწმუნა ყველა მან.
აზია–წყნარი ოკეანის რეგიონში არსებობს რამდენიმე გადაუწყვეტელი ტერიტორიული საკითხი, რომელშიც მონაწილეობენ, ერთის მხრიდან ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეები, მეორეს მხრიდან – ჩინეთი.
სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის 6 (ექვსი) სახელმწიფო სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, არქიპელაგ სპრატლის კუნძულებზე აცხადებს პრეტენზიას. ჩატარებული გეოლოგიური სადაზვერვო სამუშაოების მონაცემებით, ეს ადგილი ნავთობისა და გაზის საბადოებით მდიდარია.
სავარაუდოდ, წყარ ოკეანეში აშშ–ს სამხედრო–საზღვაო ძალების ყოფნა ვაშინგტონის მოკავშირეებს გაამხნევებს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას გააღიზიანებს.
პანეტა მსგავსი ეჭვების გაფანტვას შეეცადა და აღნიშნა, რომ ჩინეთში მიმდინარე წელს დაგეგმილი მისი ვიზიტისგან ბევრს მოელის.
მისივე თქმით, ვაშინგტონმა და პეკინმა სამხედრო თანამშრომლობა, კერძოდ, ანტინარკოტიკული და ჰუმანიტარული ოპერაციების სფეროებში, უნდა გააძლიერონ.
იანვარში ჩინური პრესა ბევრს წერდა იმის შესახებ, რომ იქ ამერიკელ სამხედროთა რაოდენობის გაზრდამ, შესაძლოა, რეგიონში სტაბილურობა დაარღვიოს და რომ ამერიკელთა მხრიდან „კუნთების თამაში“ მშვიდობისათვის საზიანოა.
ამის საპასუხოდ, აპრილის ბოლოს ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, ყვითელ ზღვაზე რუსეთისა და ჩინეთის სამხედრო–საზღვაო ძალებმა მსხვილმასშტაბიანი ერთობლივი წვრთნები მოაწყვეს.
მანევრებში ოთხი ათასზე მეტი ჩინელი სამხედრო მოსამსახურე და 16 ხომალდი, მათ შორის, ხუთი სარაკეტო ესმინეცი, ხუთი სარაკეტო ფრეგატი, ხუთი სარაკეტო კატარღა, მხარდამჭერი ხომალდი და საჰოსპიტალო გემი მონაწილეობდა...
0