პუტინი დარწმუნებულია, რომ დასავლეთი მას „რუსულ გაზაფხულს“ უმზადებს პუტინი დარწმუნებულია, რომ დასავლეთი მას „რუსულ გაზაფხულს“ უმზადებს />


  08:27:36     02-06-2012

პუტინი დარწმუნებულია, რომ დასავლეთი მას „რუსულ გაზაფხულს“ უმზადებს

a18725.jpg

სირიის ქალაქ ჰულაში დატრიალებულმა საშინელმმა ტრაგედიამ, როცა ასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დახოცეს, ბევრ ქვეყანას მიაღებინა გადაწყვეტილება, სირიის ელჩები გაეძევებინა. თუმცა რუსეთი ისევ იცავს ბაშარ ასადის პოზიციებს. ჰილარი კლინტონის განცხადებით, მოსკოვის პოლიტიკა სირიის მიმართ ამ ქვეყანას სამოქალაქო ომთან აახლოებს, რადგან რუსეთს არ სურს ასადის რეჟიმის მიმართ მკაცრი სანქციების გატარება.

გამოცემა „O Estado de S.Paulo“ წერს, რომ რუსეთს ორი „თავი“ მართავს: ერთი - სასტიკი პუტინია, რომელიც ვეფხვებზე ნადირობისა და სპორტის  ვაჟკაცურ სახეობებში ექსპერტია და მეორე - უფრო დიპლომატიური მედვედევი. მაგრამ პუტინი უფრო მეტს იწონის და თანაც ის კომუნისტურ იმპერიაში აღიზარდა, სპეცსამსახურების წრეში, რომლის თანამშრომლებიც პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში დიალოგზე კი არ მიდიან, არამედ „გადამწყვეტ ზომებს“ იღებენ.

გამოცემა წერს, რომ: პუტინმა იცის - ასადი დაეცემა. ამიტომ ის უნდა დაფიქრდეს პოსტასადისეულ ეპოქაში მოსკოვის ინტერესებზე და უნდა გაითვალისწინოს, რომ ახლა, სირია, ახლო აღმოსავლეთში რუსეთის გავლენის უკანასკნელი ბასტიონია.

„O Estado de S.Paulo“ წერს, რომ პუტინის ასადისადმი „სიყვარულს“ ერთი მეტად მნიშვნელოვანი მოტივი აქვს - ეს რუსეთის შიდაპოლიტიკური ვითარებაა, როცა პუტინს აღარ აქვს თავისი მოსახლეობის ნდობა. „არაბული გაზაფხულის“ შემთხვევაში კი კრემლმა კარგად იცის, რომ თუკი დაეცნენ ეგვიპტის, ლიბიისა და ტუნისის ხელისუფლებები, გამორჩეული არც პუტინი იქნება. მითუმეტეს, თავადაც ამტკიცებს, რომ მის ქვეყანაში დასავლეთი „რუსულ გაზაფხულს“ ამზადებს.

სწორედ ამის შიშით ის ღიად თუ ფარულად აიარაღებს სირიის ხელისუფლებას და იცავს მას, თვით ჰულაში დატრიალებული სასაკლაოსა და მას შემდეგაც, როცა პროვინცია დეირ ეზ-ზორში 13 მოკლული ტყვეს ცხედრების ამსახველი ვიდეო გამოქვეყნდა. საერთაშორისო საზოგადოებას მიაჩნია, რომ ასადს ხოცვა-ჟლეტის საშუალება აღარ უნდა მისცენ, რადგან მოვლენები კიდევ უფრო სასტიკი სცენარით შეიძლება განვითარდეს.

 „სირიის თავისუფალმა არმიამ“ კი ასადს ულტიმატუმი წაუყენა: ხვალიდან გაეროს მიერ მხარდაჭერილი სამშვიდობო გეგმის განხორციელება უნდა დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სირიის ოპოზიცია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დაარღვევს და დაპირისპირება უკიდურეს ხასიათს მიიღებს. ოპოზიციის მეთაურების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქალაქ ჰულაში ქალებისა და ბავშვების დახოცვამ აჩვენა, რომ ცეცხლის შეწყვეტის პირობის ცალმხრივად დაცვას აზრი აღარ აქვს, რადგან ასადმა „დაასამარა“ კოფი ანანის ექვსპუნქტიანი სამშვიდობო გეგმა.

ოპოზიცია სირიის არმიას ხვალ, შუადღემდე აძლევს დროს იმისათვის, რომ დასახლებული ადგილებიდან გაიყვანოს ჯარი, ტანკები, არტილერია და შეწყვიტოს ცეცხლი. ამასთან, მოუწოდებს ასადის მთავრობას, დამოუკიდებელ მედიას და ჰუმანიტარულ ჯგუფებს ყველა რეგიონში მუშაობის საშუალება მისცეს და დაიწყოს „სერიოზული მოლაპარაკებები“ გაეროს შუამავლების მონაწილეობით.

0

ავტორი: