აფხაზი მარიონეტები, ქართველთა სახლებში, თურქ და სირიელ „რეპატრიანტებს“ ასახლებენ აფხაზი მარიონეტები, ქართველთა სახლებში, თურქ და სირიელ „რეპატრიანტებს“ ასახლებენ />


  10:58:25     31-05-2012

აფხაზი მარიონეტები, ქართველთა სახლებში, თურქ და სირიელ „რეპატრიანტებს“ ასახლებენ

a18706.jpg

სოხუმის მარიონეტული ხელისუფლება აფხაზეთში ქართველების მიერ დატოვებული სახლების ე.წ. რეპატრიანტიანტებზე გაჩუქებას ისევ აგრძელებს. თუ მანამდე ქართველების სახლებით რუსებს, ან ჩრდილოეთ კავკასიელებს აჯილდოებდნენ, ახლა სურათი შეიცვალა და იქ ახლა უკვე თურქეთიდან და სირიიდან რეპატრირებულთა ჩასახლება დაიწყეს. კერძოდ, გულრიფშის რაიონის სოფელ მაჭარაში, 30 მაისს, 37 „რეპატრიანტს“ გადაეცა ორი და სამოთახიანი ბინების გასაღებები. ცხადია, ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ აფსნიპრესი“ პირდაპირ არ მიუთითებს, რომ ე.წ. რეპატრიანტებისთვის გადაცემული ბინები ქართველებს ეკუთვნოდათ, მაგრამ ამის მიხვედრას გონების დიდი დაძაბვა რომ არ სჭირდება, ცხადია.

მოდით, გავეცნოთ, რას იუწყება მარიონეტთა საინფორმაციო სააგენტო აღნიშნული „ღონისძიების შესახებ“. „ბინების გასაღებები ახალ მეპატრონეებს „რეპატრიაციის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტში“ საზეიმოდ გადაეცათ. შეხვედრას ესწრებოდნენ თურქეთში აფხაზური კულტურის ცენტრების პრეზიდენტი, ფერიდუნ აკუსბა, ინეგიოლეში კულტურული ცენტრის (დერნეკი) ხელმძღვანელი, ტალატ კაპბა, გულრიფშის რაიონის (აფხაზური) ადმინისტრაციის ხელმძღვანლის მოადგილე, რეპტრიანტთა საქმეზე პასუხისმგებელი, ვადიმ ხარაზია.

„გასულ შემოდგომაზე ჩვენმა სახელმწიფო კომიტეტმა ეს სახლი 50 მილიონ რუბლად შეისყიდა, ხოლო მის აღდგენაზე 20 მილიონ რუბლზე მეტია დახარჯული (აქედან მათ ჯიბეებში რამდენი მილიონი ჩაილექა, ამაზე დუმან, რა თქმა უნდა), – განაცხადა „რეპატრიაციის საკითხებში სახელმწიფო კომიტეტის“ თავმჯდომარემ, ზურაბ ადლეიბამ. მისივე თქმით, სახლის დაგეგმარება კარგია და სოხუმიდან რამდენიმე წუთის სავალზე, გულრიფშის ადმინისტრაციის გვერდით მდებარეობს.

ადლეიბამ ასევე განმარტა ბინების განაწილების წესიც. „ბუნებრივია, უპირატესობა 1992–1993 წლების „აფხაზეთის ხალხის სამამულო ომის ვეტერანებსა“  და მრავალშვილიან ოჯახებს მიენიჭათ. მათი უმეტესობა, ვისზეც ბინა განაწილდა, თურქეთიდან რეპატრიანტები არიან. მათ გარდა, ახალ სახლში იცხოვრებს რამდენიმე რეპატრიანტი სირიიდანაც, რომლებიც აქ დაახლოებით ნახევარი წლის წინ ჩამოვიდნენ, ასევე ყარაჩაი–ჩერქეზეთიდანაც ჩამოსულებიც.

ზურაბ ადლეიბასვე თქმით, ბინის მიმღებთა შორის რამდენიმე უცოლო მამაკაციცაა, რომლებმაც პირობა დადეს, რომ მალე დაოჯახდებოდნენ, როგორც კი ბინას მიიღებდნენ. „იმედი გვაქვს, რომ ისინი სიტყვას შეასრულებენ“, – თქვა ადლეიბამ.

მისივე განმარტებით, ზოგიერთი რეპატრიანტი ოჯახის წევრების გარეშე ჩამოვიდა, რადგანაც საკუთარი ბინა არ ჰქონდა. როგორც გამოირკვა, მათ შორის ზოგიერთი, ვინც ბინა მიიღო, უკვე გაემგზავრა თურქეთში, ცოლ–შვილის ჩამოსაყვანად.

იქვე აღნიშნეს, რომ ამჟამად დრანდაში მიმდინარეობს სირიელი რეპატრიანტებისთვის სახლის მშენებლობა. მაისში იქიდან სეპარატისტულ აფხაზეთში მუდმივ საცხოვრებლად 27 კაცი ჩამოვიდა, რომლებიც, ჯერჯერობით, „აფსნიპრესისვე“ ინფორმაციით, სასტუმრო „აიტარში“ ცხოვრობენ და აფხაზურ ენას სწავლობენ.

0

ავტორი: