11:47:25     28-05-2012
"ბიბიმ" 27 მაისის მიტინგზე მხოლოდ 26 ათასამდე მხარდამჭერი შეაგროვა

მილიარდების შეგროვება აშკარად უკეთესად გამოსდის. ვერ გეტყვით, ბიძინა იხტიბარს არ იტეხდა, თუ რა ხალხიც შეკრიბა, იმითაც კმაყოფილი იყო, მაგრამ აშაკარად სერიოზულად ჩამორჩა 2007 წლის ნოემბრისა და 2009 წლის 26 მაისის მიტინგებს.
გუშინ შეკრებილი ხალხის რაოდენობა, ზემოდან დათვლით დაახლოებით 26 ათასს აღწევდა. ბიძინა შეიძლება ვერ ერკვევა მიტინგზე მისული ხალხის დათვლის ტექნიკაში, მაგრამ „ღვაწლმოსილ მომიტინგეს“ ძიძიგურს არ შეეშლებოდა მიმხვდარიყო, რომ რასაც ელოდნენ, იმის მეოთხედიც კი არ მივიდა.
ბიძინას მიტინგზე მისული 26 ათასამდე ადამიანი, ორჯერ ნაკლებია 2009 წლის 26 მაისს გამოსულთა რაოდენობაზე. ხოლო 2007 წლის ნოემბრის მიტინგებს, ხალხის რაოდენობით, თითქმის სამჯერ ჩამორჩება.
მიტინგზე მისულ ხელფასიან აქტივისტთა გარდა, რომლებიც პირდაპირ არიან მიერთებული ბიძინას ბარაქიან ჯიბეზე, ნაწილი სეირის მოყვარულები და გასართობად მისულებიც გახლდნენ. მართლაია, ისეთებიც იყვნენ, ვისაც „ჟივოი ბიძინას“ ნახვაც სურდა, მაგრამ ამ წრეს ძირითადად , შუახნის ასაკს გადაცილებული ქალბატონები შეადგენდნენ.
თუმცა, „ჟივოი ბიძინას“ერთხელ ხილვის და ერთხელ მოსმენის შემდეგ, საეჭვოა ვინმეს კვლავ გაუჩნდეს ინტერესი მისი ოცნების მიტინგზე მისვლისა...
არაფერს ვამბობთ, რუსეთუმე ნოღაიდელის ექს-მიმდევარ კალაძეზე, რომელსაც ბიძინასთან ერთად ორატორობის განხრით სერიოზული პრობლემები აქვს. ნაძალადევი ისტერიკა და გრეჩიხასეული მანერებით, კალაძეს ალბათ მშობლიურ სამტრედიაშიც დასცინიან...
და ბოლოს: თუ ბიძინა მის პირველ და იმედია, უკანასკნელ სამიტინგო გამოსვლას რამდენჯერმე უყურებს და მოისმენს, დარწმუნდება, რომ ჯობია მილიარდები აგროვოს, ვიდრე ადამიანები.
0