"ნებიერა" აქცია ანუ ამისთვის იწვალა "ბიბიმ"? "ნებიერა" აქცია ანუ ამისთვის იწვალა "ბიბიმ"? /> "/> " />


  16:30:40     27-05-2012

"ნებიერა" აქცია ანუ ამისთვის იწვალა "ბიბიმ"?

a18538.jpg

„ოცნებისტებს“ იმედებმა არ გაუმართლა. "ნებიერა" მიტინგზე ხალხის რაოდენობა იმის მეოთხედიც არ აღმოჩნდა, რასაც ვარუდობდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, ახალი და კრეატიულიც არაფერი ყოფილა. 

ზუსტად იგივე სცენარი, იგივე სიტუაცია, იგივე პერსონები, ისეთივე „შემართება“, როგორც გასულ წლებში: მხოლოდ ერთი რამ შეიცვალა. ამ ეტაპზე, მიტინგს ლიდერად მილიარდერი, თუმცა, გაცილებით სუსტი და „არასტანდარტული“ ფიგურა მოევლინა. 

განსხვავებით ძმები „გრეჩიხების“, ბურჯანაძის, გუბაზის „მიმდევრების“ და სხვათაგან, როგორც ისედაც მოსალოდნელი იყო, ბიძინამ მიტინგზე სიტყვის ნორმალურად წარმოთქმაც ვერ შეძლო.

მოზრდილი ფურცლებით ხელში, ტრიბუნაზე მდგარი ლიდერი, ენის ბორძიკით, დაუხვეწავი მანერებით და გაუბედავად კითხულობდა  „პიარშჩიკების“ მომზადებულ "დავარცხნილ"ტექსტს. 

როგორც აღმოჩნდა, ვერც მანანა ბერიკაშვილის გაკვეთილებმა შეძლო მილიარდერის მეტყველების დახვეწა. „ბიბის“ გამოსვლა იმდენად მოსაწყენი აღმოჩნდა, რომ თვით ხალხმაც ბოლომდე არ მოუსმინა და ახმაურდა.

დანარჩენი კი კვლავ ძველი სცენარის მიხედვით წარიმართა: ძველი, კარგად დავიწყებული სახეები, იგივე ლიდერები, გაზეპირებული და ხალხისათვის მომაბეზრებელი ტექსტები, აქტივისტების ღმუილი - „ბი-ძი-ნა“, „ბი-ძი-ნა“ და უადგილო დროსა და ადგილას შეკვეხებული ბერა, რომელსაც მამამისი მუდამ თან დაატარებს და საკუთარ ოცნებებს უსრულებს. 

ფაქტია, რომ მიტინგმა ძალიან მოსაწყენად და უინტერესოდ ჩაიარა. ყველაფერს ეტყობოდა ხელოვნურობა და ნაძალადევობა, რომელიც, როგორც წესი, უიდეოლოგიო, არაქარიზმატულ შეკრებებს ახლავს-ხოლმე.

მილიარდერმა, დიდი ბაქი-ბუქის მიუხედავად, საკუთარი ოცნების ასრულება ვერ შეძლო: მას დღევანდელი მიტინგი ჩაუვარდა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ფაქტი, რომ საქართველოში ხალხი ფულზე არ იყიდება და აქ სულ სხვა ფასეულობებია მთავარი.

ამის დაჯერება კი ოლიგარქს და მის ჩრდილოელ პატრონებს რატომღაც დღევანდელ დღემდე არ სურდათ. როგორც ჩანს, ამის შემდეგ, შუშის კოლბის ბინადრებს კიდევ ბევრი რამის გადაფასება მოუწევთ.  

0

ავტორი: