პუტინი, სოხუმისა და ცხინვალის აღიარების სანაცვლოდ, ფულს, ამჯერად, სერბეთს დაპირდა პუტინი, სოხუმისა და ცხინვალის აღიარების სანაცვლოდ, ფულს, ამჯერად, სერბეთს დაპირდა />


  05:25:00     27-05-2012

პუტინი, სოხუმისა და ცხინვალის აღიარების სანაცვლოდ, ფულს, ამჯერად, სერბეთს დაპირდა

a18532.jpg

რუსეთის მზად არის სერბეთს მსხვილი კრედიტი მისცეს, სანაცვლოდ კი სერბეთმა, შესაძლოა, აფხაზეთისა და ცხინბვალის რეგიონის დამოუკდიებლობა აღიაროს.
ასეთია სერბეთისა და რუსეთის ახალი პრეზიდენტების მოსკოვში პირისპირ შეხევდრის ერთ-ერთ მთავარი შედეგი.

უფრო კონკრეტულად კი, სერბეთის პარლამენტმა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში განიხილოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საკითხი, - განაცხადა სერბეთის ახალმა ლიდერმა ტომისლავ ნიკოლიჩმა რადიო „ეხო მოსკვისთან“ საუბარში. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ ამ სიტუაციის კოსოვოსთან შედარება არ შეიძლება და კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას დაუშვებლად თვლის. „კოსოვოს გათავისუფლებისათვის“, მისი თქმით, სერბეთი მზად არის მსხვერპლად ევროკავშირში შესვლა გაიღოს.

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარებაზე დაპირება პუტინმა მას შემდეგ მიიღო, რაც ამჯერად უკვე სერბეთს კარგად ნაცნობი სქემა შესთავაზა. მოსკოვი აღიარების სანაცვლოდ ფულს გაიღებს. რუსეთი მზად არის, ამისთვის სერბეთს 800 მილიონი დოლარი მისცეს კრედიტად. პუტინის თქმით, ეს ფული ინფრასტრუქტურულ პროექტებში უნდა დაიხარჯოს.

რუსეთის პრეზიდენტმა ამის შესახებ პირდაპირ განაცხადა შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ სერბები არა უბრალოდ პარტნიორები არიან რუსეთისა, არამედ ისინი ძმები არიან. ნიკოლიჩი კი, როგორც თავად თქვა, ოცნებობს, რომ სერბეთი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი გახდეს. ნიკოლიჩმა უკვე დაამშვიდა პუტინი, რომ სერბეთი ნატოში შესვლას არ აპირებს.

ტომისლავ ნიკოლიჩი სერბეთის პრეზიდენტად მიმდინარე წლის 20 მაისს, მეორე ტურში აირჩიეს. ის თავიდანვე პრორუსულ კანდიდატად იყო ცნობილი. ნიკოლიჩმა არჩევნები მოუგო პროდასავლურ კანდიდატად მიჩნეულ ბორის ტადიჩს და პირველივე საჯარო გამოსვლაში განაცხადა, რომ რუსეთში ჩასვლას გეგმავდა.

მოსკოვში ყოფნისას კი, ნიკოლიჩმა პუტინის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა, - მან განაცხადა, რომ სიამოვნებით წააგებდა საპრეზიდენტო არჩევნებს იმ შემთხვევაში, თუკი ოპონენტად ვლადიმერ პუტინი ეყოლებოდა.

0

ავტორი: