“რუსეთი რევანშისკენ ისწრაფვის, რათა ბოლო მოუღოს სააკაშვილის პროამერიკულ რეჟიმს” “რუსეთი რევანშისკენ ისწრაფვის, რათა ბოლო მოუღოს სააკაშვილის პროამერიკულ რეჟიმს” />


  21:45:48     26-05-2012

“რუსეთი რევანშისკენ ისწრაფვის, რათა ბოლო მოუღოს სააკაშვილის პროამერიკულ რეჟიმს”

a18529.jpg

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრები სომხეთში იმყოფებოდნენ, სადაც რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა ყურადღებით დაათვალიერეს და მის განკარგულებაში მყოფი შეიარაღებითა და საავიაციო ნაწილის სამხედრო ტექნიკით დაინტერესდნენ.

დეპუტატები პირად შემადგენლობასაც გაესაუბრნენ, მოგვიანებით კი საავიაციო ნაწილის პოლკოვნიკმა ალექსანდრ პეტროვმა რუსეთის საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს უმაღლესი პილოტაჟის მანევრების შესრულებით, გამანადგურებელ მიგ-29-ის შესაძლებლობები უჩვენა.

რას უკავშირდება პარლამენტარების ასეთი ინტერესი სამხედრო ბაზისადმი?

ირანთან მოსალოდნელი სავარაუდო დაპირისპირების მოლოდინში, რუსეთისთვის, სომხეთში განთავსებული 102-ე სამხედრო ბაზა რომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ამის შესახებ რუსი და უცხოელი ექსპერტები უკვე დიდი ხანია საუბრობენ. გამოცემა FrontPage Magazine-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ისწრაფვის თუ არა რუსეთი საქართველოსთან ომისკენ?“, მოყვანილია რუსეთის ამჟამინდელი ვიცე-პრემიერის დიმიტრი როგოზინის განცხადება: „ირანი ჩვენი მეზობელია. თუკი იგი ჩართულია რომელიმე სამხედრო ქმედებაში, ეს პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი უსაფრთხოებისთვის“ - წერს სტატიის ავტორი, ანალიტიკოსი რაიან მაურო, რომელიც პირველი არ არის, ვინც სომხეთში რუსეთის ჯარების შეყვანას უკავშირებს მოსკოვის სურვილს, 2008 წელს საქართველოში დაწყებული საქმე, ანუ ხელისუფლების ჩამოგდება, ბოლომდე მიიყვანოს.

მაურო ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი რევანშისკენ ისწრაფვის, „რათა ბოლო მოუღოს მიხეილ სააკაშვილის პროამერიკულ რეჟიმს“. ანალიტიკოსი ფაქტებს აანალიზებს:

„რუსეთმა ცოტა ხნის წინ აფხაზეთში 10 საიდუმლო პირის დაკავების შესახებ განაცხადა, რომლებიც სოჭში ტერორისტულ შეტევას გეგმავდნენ. რუსეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ თავდასხმის გეგმა ჩეჩენ ტერორისტს და „ალ-ქაედასთან“ დაახლოებულ პირს - დოკუ უმაროვს ეკუთვნის. მათივე მტკიცებით, უმაროვს თურქეთიდან საბრძოლო იარაღის გადატანაში ქართული დაზვერვა ეხმარებოდა. ქართული მხარე ამ ბრალდებას „სრულიად აბსურდულს“ უწოდებს.

ამ მოვლენების პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია ირანზე შესაძლო დარტყმის შესახებაც. პრემიერ-მინისტრის მოადგილე დიმიტრი როგოზინი განმარტავს: „ირანი ჩვენი მეზობელია. თუკი იგი ჩართულია რომელიმე სამხედრო ქმედებაში, ეს პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი უსაფრთხოებისთვის“. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი აპირებს ჯარები შეიყვანოს სომხეთში იმ შემთხვევისთვის, თუ სააკაშვილის ჩამოსაგდებად საქართველოში შეჭრა გახდება საჭირო - წერს ანალიტიკოსი.

მისი აზრით, საქართველოს დაპყრობის შემთხვევაში, რუსეთიც და ირანიც სტრატეგიულ და ეკონომიკურ სარგებელს მიიღებენ. თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენით ევროპა დღეში 1 მილიონ ბარელამდე ნავთობი მიეწოდება. ეს კი გვერდს უვლის რუსეთისა და ირანის ტერიტორიას. 2008 წლის ომის დროს რუსული თვითმფრინავები ამ ნავთობსადენის დაბომბვასაც ცდილობდნენ. საქართველოში შემოჭრით კი ჩრდილოელი მეზობელი ამ სტრატეგიულ ობიექტს ჩაიგდებს ხელთ. „რუსული მხარე, 2008 წლიდან მოყოლებული, სააკაშვილის ჩამოგდებას ცდილობს. ისინი საქართველოს პრეზიდენტს ტერორიზმის დაფინანსებაში ადანაშაულებენ. ბოლო ომის დროს ერთ-ერთმა რუსმა ლეიტენენატმა ისიც განაცხადა, რომ „ის (სამხრეთ ოსეთი) რუსეთის ტერიტორია გახდება და რუსეთის შემადგენლობაშივე შევა საქართველოც“.

2009 წელს რუსეთმა გააფრთხილა საქართველო, არ მიეცა ნატო-ს წარმომადგენლებისთვის მის ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნების ჩატარების უფლება, - წერს მაურო და იხსნებს, რა მოჰყვა ამას: აპრილში რუსულმა ძალებმა თბილისისკენ 25 მილის მანძილზე წაიწიეს. მომდევნო თვეში კი რუსებს საქართველოს ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა ჰქონდათ, თუმცა ამბოხი მალევე იქნა ჩახშობილი.

2009 წლის აგვისტოში, რუსეთმა საქართველო „ალ-ქაედას“ მიერ ინგუშეთში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის ორგანიზებაში დაადანაშაულა. რუსულმა მხარემ ისევ სამხრეთ მეზობლისკენ გაიშვირა თითი, 2010 წლის 10 მარტს რუსეთის მეტროში მომხდარი აფეთქების დროს. მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სააკაშვილი „გაუწონასწორებელია“ და ნებისმიერ დროს შეიძლება მიაყენოს მათ დარტყმა.

ამავდროულად კი, სტატიის ავტორი მიანიშნებს, რომ საქართველოში არაერთი ფარული თავდასხმის უკან თავად რუსეთი დგას. ამერიკის სადაზვერვო სააგენტომ აღმოაჩინა, რომ 2004 წლიდან მოყოლებული რუსეთმა არაერთი შეტევა განახორციელა საქართველოზე, მათ შორის: ქართველი პოლიციელების მკვლელობა, მანქანების დაბომბვა 2005 წელს, ორი შეტევა ქართულ-რუსულ გაზსადენზე 2006 წელს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელექტროგადამცემი სადგურების საბოტაჟი და სეპარატისტების შეიარაღება. ასევე, რუსეთია პასუხისმგებელი 2010 წლის 22 სექტემბერს თბილისში ამერიკული ბაზის მახლობლად მომხდარ აფეთქებებზე. ის იუხსენებს რუსეთის რეაქციასაც, როცა 2011 წლის თებერვალში სააკაშვილმა სთხოვა აშშ-ს, საქართველოშიც განეთავსებინა ანტიბალისტიკური სარაკეტო რადარები, „რამაც რუსეთი გააცოფა“ - წერს მაურო და ასკვნის, რომ რუსეთი არ მალავს სააკაშვილის ჩამოგდების სურვილს.

„2005 წელს ვლადიმერ პუტინმა საბჭოთა კავშირის დაშლას XX საუკუნის „უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა“ უწოდა. ეს გამოხატავს იმ იდეოლოგიას, რომელთანაც გვაქვს საქმე“ - ასკვნის ის.
0

ავტორი: