მოსკოვში ტერორისტებით სავსე ექვს ავტობუსს ელოდებიან მოსკოვში ტერორისტებით სავსე ექვს ავტობუსს ელოდებიან />


  16:05:13     26-05-2012

მოსკოვში ტერორისტებით სავსე ექვს ავტობუსს ელოდებიან

a18523.jpg

მოსკოვში პოლიცია საგანგებო რეჟიმზეა გადასული. დღეს მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცავები მოსკოვში ტერაქტებს ელოდებიან. სპეცსამსახურებზე დაყრდნობით რუსული გაზეთები წერენ, რომ „ფსბ“ ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის სამხრეთიდან, კერძოდ, ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტიტორიიდან მოსკოვის მიმართულებით ტერორისტებით სავსე ავტობუსები მიემართებიან. მიზანი, დედაქალაქში აფეთქებებისა და დივერსიების მოწყობაა.

ფედერალურ ძებნაშია 6 ავტობუსი. მათი საორინტაციო მონაცემები, სახელმწიფო ნომრების ფრაგმენტები ყველა სამართალდამცვა სტრუქტურას დაურიგდა. ეს არის:
..342.. ..

 ..174.. ..

 ..382.. ..

 ..006.. ..

 Е161 СТ.. Neoplan

 К589 ММ .. Setra

Е049 ОЕ.. Setra

Е003 ЕУ.. Setra.

„სავარაუდოდ, დივერსიულ-ტერორისტული აქტების მოსაწყობად მოსკოვში ჩამოვა პირთა ჯგუფი“ - ამბობს ლაიფ-ნიუსის“ წყარო სპეცსამსახურიდან. მისივე თქმით,
ტერორისტები ისხდებიან ავტობუსებში, რომლებიც ტრასებზე М-4, М-5 ან М-6-ზე გაივლიან.

მაისის თვეში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა სპეცსამსახურები ტერორისტთა მოლოდინში საგანგებო რეჟიმზე გადადიან.

საცხრამაისო დღესასწაულის დღეებში მოსკოვში სწორედ ამის გამო საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შესვლა აკრძალული იყო. ტერაქტები არ მომხდარა, მაგრამ მაშინ სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ „მაისის დღესასწაულის დღეებში არ დავუშვით ტერორისტული აქტები და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები. არადა, ჩვენ ხომ ვიცით, ბანდიტების რამდენი ჩანაფიქრი ჩავშალეთ ამ პერიოდში სიტუაციის დესტაბილიზების შესახებ“ - განაცხადა მაშინ ჯერ კიდევ თავის პოსტზე მყოფმა შს მინისტრმა რაშიდ ნურგალიევმა. თუმცა მას არ დაუზუსტებია, კონკრეტულად სად გეგმავდნენ ტერორისტები აფეთქებებს. რუსეთის პროსახელისუფლო გაზეთები წერენ, რომ სწორედ მოსკოვში ტერაქტების მოსაწყობად ემზადებოდა მახაჩკალაში 3 მაისს განხორციელებული ორმაგი ტერაქტის ორგანიზატორთა ჯგუფიც. პოლიციამ მათი ავტომანქანის მიხედვით დაადგინა და დაასკვნა, რომ ტერორისტების მანქანა, დაღესტნის ნომრებით მოსკოვისკენ მიმავალ ტრასაზე დააფიქსირეს.

სწორედ ჩრდილოეთ კავკასიაში „უკონტროლო სიტუაციას“ გადაჰყვა შს მინისტრი რაშიდ ნურგალიევი, რომელსაც ვლადიმერ პუტინის გაპრეზიდენტებისთანავე დაატოვებინეს პოსტი. ნურგალიევს ჩრდილოეთ კავკასიაში ნაკლებად მტკიცე და არათანმიმდევრული პოლიტიკის გატარება უსაყვედურეს.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გენადი გუდკოვის განცხადებით, ჩრდილოეთ კავკასიაში, პრობლემები, სახელმწიფოს მიერ არასწორად ჩამოყალიბებულმა სისტემამ შექმნა, რაც იქაური პოლიტიკური, ეთნიკური და სოციალური ვითარების არცოდნით არის გამოწვეული. გუდკოვის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები ხელისუფლების ჩრდილოეთ კავკასიაში მახინჯ პოლიტიკას ატარებენ  და მხოლოდ მინისტრის შეცვლა იქ არსებულ ვითარებაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.

0

ავტორი: