პიცა სიცილიურად პიცა სიცილიურად />


  09:01:32     26-05-2012

პიცა სიცილიურად

a18505.jpg

მასალა: 340 გრამი სოკოს ასორტი, 2 სუფრის კოვზი გამდნარი კარაქი, მარილი და პილპილი – გემოვნებით, ცომი – საჭირო რაოდენობის, 230 გრამი ყველი.

 

ქურა გავაცხელოთ 260 ცელსიუს გრადუსამდე. სოკო დავჭრათ კუბიკებად, კარაქი მოვათავსოთ ტაფაზე, ჩავაყაროთ სოკო და საშუალო ცეცხლზე შევწვათ. თან მუდმივად ვურიოთ. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. მოვზილოთ ცომი. პორციებად დავყოთ და გავაბრტყელოთ. მოვათავსოთ პიცაზე სოკო და გამოვაცხოთ ქურაში 15 წუთი. შემდეგ დავამატოთ დაჭრილი ყველი და კიდევ ორიოდე წუთი შევდგათ ქურაში.

0

ავტორი: