ნამცხვარი "ტირამისუ" ნამცხვარი "ტირამისუ" /> "/> " />


  09:13:46     25-05-2012

ნამცხვარი "ტირამისუ"

a18475.jpg

3  კვერცხი

200 გრ  yveli მასკარპონე

150 გრ შაქარი

2 კოვზი ყავა

150 გრ ნაღები

3 ს.კ Rvino მარსალა ან სხვა ალკოჰოლი(კონიაკი, რომი)

200 გრ ორცხობილა სავოიარდი, იგივე lady fingers

2 ჩ.კ კაკაო

 

ყავა გახსენით 250-300 გრამ მდუღარე წყალში და შეგრილებულს დაამატეთ  ცოტა შაქარი და ალკოჰოლი

 

კვერცხის გულები ათქვიფეთ 150 გრამ შაქართან ერთად გათეთრებამდე, შეურიეთ მასკარპონე.

 

ცილები ათქვიფეთ ღრუბლის კონსისტენციამდე და ფრთხილად კოვზით შეურიეთ ყველიან მასას.

 

ორცხობილები სწრაფად დაასველეთ ყავაში ორივე მხრიდან და ჩაალაგეთ გვერდიგვერდ ღრმა, გვერდებიან ჭურჭელში, დაასხით კრემის ნაწილი, ისევ ყავიანი ორცხობილა და ისევ კრემი.

 

შედგით მაცივარში გასაციებლად, რამდენიმე საათით. მირთმევამდე მოატარეთ თავზე კაკაო წვრილი საცერის დახმარებით.

0

ავტორი: