რა დააქვთ ბირთვული ქვეყნების მეთაურებს  ჩემოდნით? რა დააქვთ ბირთვული ქვეყნების მეთაურებს ჩემოდნით? />


  21:42:59     24-05-2012

რა დააქვთ ბირთვული ქვეყნების მეთაურებს ჩემოდნით?

a18470.jpg

არსებული ოფიციალური მონაცემებით, ბირთვული იარაღი ამჟამად გააჩნიათ შემდეგ ქვეყნებს: აშშ–ს, რუსეთს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ჩინეთს, ინდოეთს, პაკისტანსა და ჩრდილოეთ კორეას. ისრაელიც ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნადაა ცნობილი.

ამათ გარდა, რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიაზე (გერმანია, იტალია, თურქეთი, ბელგია,ნიდერლანდები, კანადა), რომლებიც ნატოს წევრები არიან და მათ მოკავშირე (სავარაუდოდ, ოფიციალური უარყოფის მიუხედავად იაპონია და სამხრეთ კორეა) ქვეყნებში, აშშ–ის ბირთვული არსენალია. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ გარკვეულ ვითარებაში, ამ ქვეყნებს მათი გამოყენება შეუძლიათ.

როგორც ცნობილია, ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნების მეთაურებს საიდუმლო ჩემოდანი თან დააქვთ, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ბირთვული რაკეტების გაშვება.

გავრცელებული მოსაზრებით, ამ „ბირთვული ჩემოდნის“ შიგნით, თითქოს წითელი ღილაკია, რომელზეც თითის დაჭერა საკმარისია რაკეტის გასაშვებად. მართლაც ასეა ეს თუ არა? თუ დამოუკიდებელ სამხედრო ექსპერტებს დავუჯერებთ, არც მთლად მასეა საქმე. როგორ ხდება ეს ყველაფერი, ამის თაობაზე, გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტის“ დამოუკიდებელი სამხედრო ანალიტიკოსი, სერგეი პერლოვი ესაუბრა.

თუმცა, ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ, უნდა გითხრათ, რომ რუსეთის პრეზიდენტის „ბირთვული ჩემოდნის“ შიგნით, არანაირი წითელი ღილაკი არაა. შავ დიპლომატში ჩამონტაჟებულია „ჩეგეტის“ ტიპის თანამგზავრული კონფერენც–კავშირის სისტემა, რომელიც სტრატეგიული ბირთვული ძალების „კაზბეკის“ მართვის ავტომატიზირებული სისტემის ნაწილს წარმოადგენს.

საჭირო მომენტში, უმაღლეს მთავარსარდალს შეუძლია ატომური ქობინების კოდები განბლოკოს და საპასუხო დარტყმის მიყენების ბრძანება გასცეს.

ამასთან, სისტემა მომედებაში მოჰყავთ მხოლოდ  იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებას კიდევ ორი პირის დასტური ახლავს. ესენია, თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი,  რომლებსაც ანალოგიური მოწყობილობა გააჩნიათ. იმათთვის, ვისაც ბირთვული ჩემოდნების ტარების უფლება აქვთ, ყოველი შემთხვევისთვის, თან ორი კომპლექტი დააქვთ, რაც ტექნიკის სიძველითაა გამოწვეული. პირველად „ჩეგეტას“ მფლობელები 1984 წელს საბჭოთა კავშირის გენერალური მდივანი ჩერნენკო, თავდაცვის მინისტრი, უსტინოვი და გენერალური შტაბის უფროსი, ოგარკოვი გახდნენ.

მსგავს მოწყობილობას მუდმივად დაატარებენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მაგივრადაც, ოღონდ მისი ჩემოდანი უფრო საკვოიაჟს ჩამოჰგავს. ისიც ცნობილია, რომ ერთ დროს პლასტიკური ბარათები ამერიკული კოდებითურთ ცალკე ჰქონდათ. თუმცა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა კარტერმა შემთხვევით ბარათი პიჯაკთან ერთად ქიმწმენდას ჩააბარა, ამერიკელები ბარათს უკვე „ბირთვული საკვოიაჟის“ შიგნით დებენ.

0

ავტორი: