ლუდში მოშუშული კეფალი ლუდში მოშუშული კეფალი />


  08:54:11     24-05-2012

ლუდში მოშუშული კეფალი

a18426.jpg

მომზადებული ანუ გამოშიგნული თევზი გავრეცხოთ, დავჭრათ ულუფებად, მოვაყაროთ პილპილი, მარილი, მოვასხათ ძმარი და გავაჩეროთ 1 საათი.

ქვაბში ჩავასხათ ლუდი (სასურველია შინაური ლუდი), დავამატოთ კარაქი, წამოვადუღოთ, ჩავალაგოთ თევზი, დავამატოთ გარჩეული და გარეცხილი ქიშმიში და წვრილად გახეხილი ცედრა. ქვაბს დავახუროთ სახურავი და ვშუშოთ ნელ ცეცხლზე 40 წუთის განმავლობაში.

თევზი გადავიტანოთ ღრმა თეფშზე, მოვასხათ სოუსი, რომელშიც იშუშებოდა, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.

მასალა:

800 გრ კეფალი,

400 მლ ლუდი,

100 მლ ღვინის ძმარი,

50 გრ ქიშმიში,

60 გრ კარაქი,

ლიმონის ცედრა, ოხრახუში, პილპილი, მარილი – გემოვნებით.

0

ავტორი: