დოკუ უმაროვმა ვლადიმერ პუტინს ომი გამოუცხადა დოკუ უმაროვმა ვლადიმერ პუტინს ომი გამოუცხადა />


  08:44:19     24-05-2012

დოკუ უმაროვმა ვლადიმერ პუტინს ომი გამოუცხადა

a18423.jpg

დოკუ უმაროვმა ვლადიმერ პუტინი კავკასიის „მშვიდობიანი მუსულმანების“ მკვლელობაში დაადანაშაულა.

ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „კავკასიის იმარატის“ ლიდერმა მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ის რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ მუსულმანებს ჯიჰადისკენ მოუწოდებს.

„კავკასიაში კლავენ თქვენს რელიგიურ ძმებსა და დებს. ყოველ კვირას იღუპებიან მშვიდობიანი მუსულმანები“ - აცხადებს უმაროვი და ამ მკვლელობებში პუტინს ადანაშაულებს.

უმაროვის აღნიშნული მიმართვა პირველია ვლადიმერ პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ. ის მუსულმანურ და ზოგიერთ რუსულ საიტებზეც გავრცელდა. მასში „კავკასიის იმარატის“ ლიდერი აცხადებს, რომ აქცენტი რუსეთის ხელისფლების წინააღმდეგ ბრძოლაზე უნდა იყოს გადატანილი. ის მოუწოდებს მუსულმანებს, არ იყვნენ „გულგრილნი“ იმ მოვლენებისადმი, რომლებიც დღეს კავკასიაში ხდება.

ვიდეომიმართვისას, უმაროვს გვერდით  ახალგაზრდა უდგას, რომელზეც ის მიუთითებს და ამბობს, რომ ამ ახალგაზრდა მამაკაცმა თავისი მამის ადგილი დაიკავა „კავკასიის იმარატის“ მებრძოლებს შორის. ის აფრთხილებს რუსეთის ხელისუფლებას, რომ მათი რიგები ივსება და მალე, გამარჯვებაც მათ მხარეზე იქნება. „თქვენ ვერ წაართმევთ მოჯაჰედებსა და კავკასიის მუსულმანებს ალაჰისადმი რწმენას. ამიტომ დღეს, ყველაფერი, რასაც თქვენ აკეთებთ, უაზრობაა და თქვენთვის არანაირი ეფექტი არ ექნება - „ინშალაჰ“. და ჩვენ გავიმარჯვებთ, და ჩვენ - „ინშალაჰ“ -  კავკასიაში შარიათს დავამყარებთ “ - აცხადებს უმაროვი.

თავის ბოლო მიმართვაში კი უმაროვმა მოუწოდა მეამბოხეებს, თავი შეიკავონ  მშვიდობიანი მოსახლეობის  წინააღმდეგ ტერაქტებისგან. ეს განცხადება მან მაშინ გააკეთა, როცა რუსეთში არჩევნების ნიადაგზე საპროტესტო ტალღა დაიწყო. უმაროვი აცხადებდა, რომ „რუსეთში სამოქალაქო პროტესტი დაიწყო და მოსახლეობა აღარ აიტანს პუტინის პოლიტიკას“.

თუმცა ის აუცილებლად თვლიდა რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის, არმიის, პოლიციისა და სპეცსამსახურების ობიექტებზე წერტილოვანი დარტყმების მიყენებას.

მას შემდეგ, რაც 2007 წელს უმაროვმა „ისლამური სახელმწიფო - კავკასიის იმარატი“ გამოაცხადა, მისმა მომხრეებმა აფეთქებების სერია მოაწყეს. 2010 წელს კი უმაროვმა განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებების ზონა გაფართოვდება და ის კავკასიიდან უშუალოდ „რუსების სახლებში“ გადაინაცვლებს, რადგანაც ისინი მხარს უჭერენ მოქმედი ხელისუფლების კურსს.
0

ავტორი: