რუსეთ-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის მითი რუსეთ-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის მითი />


  14:04:36     22-05-2012

რუსეთ-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის მითი

a18326.jpg

დიმიტრი მედვედევი ოთხი წლის განმავლობაში ათბობდა სკამს, ვლადიმერ პუტინი კი კვლავ რუსეთის პრეზიდენტია. 7 მაისი პუტინის ინაუგურაციისადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული არ ყოფილა. პირიქით, დედაქალაქის  ქუჩები სამართალდამცავებით გაივსო, თავად მოსკოვი კი მოჩვენებათა ქალაქს დაემსგავსა. საპროტესტო აქციებმა ნათლად აჩვენეს, რომ რუსეთის საშუალო ფენა პუტინს „მარადიულ პრეზიდენტად“ არ აღიარებს. ვინაიდან დამოუკიდებელი საკანონმდებლო ორგანოები არ არსებობს, პუტინის იმპიჩმენტი ქუჩებში გაიმართა.

ამავდროულად, თანამედროვე ხელმწიფე სახელმწიფო ძალას მზარდი დემოკრატიული მოძრაობის აღმოსაფხვრელადაც იყენებს. 6 მაისს მოძრაობის ორი ახალგაზრდა ლიდერი, ალექსეი ნავალნი და სერგეი უდალცოვი დააკავეს. ბრალად „დაკავებისას წინააღდმეგობის გაწევა“ წაუყენეს და თხუთმეტდღიანი ციხე მიესაჯათ. თუმცა, ვიდეოჩანაწერებზე კარგად ჩანს, როგორ ყვირის ხელებაწეული ნავალინი: „არ შეეწინააღმდეგოთ! არ შეეწინააღმდეგოთ!“

ცოტა ხნის წინ, აგენტებისა და ინფორმატორების წყაროზე დაყრდნობით, კოალიცია „სხვა რუსეთის“ აქტივისტებს „ექსტრემისტულ საქმიანობაში“ დასდეს ბრალი. მათ დანაშაულს უწოდეს „საჯარო ქმდებები, სიძულვილით მიმართული უმაღლესი სახელმწიფო ხელისუფლების მიმართ“.

ამერიკელების რეაქციამ პროტესტებსა და პუტინის მკაცრ კომენტარებზე არ დააყოვნა. 8 მაისს, როდესაც სამართალდამცავები ჯერ კიდევ ქუჩებისა და კაფეების დასუფთავებით იყვნენ დაკავებულნი, სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა CNN-ს ინტერვიუ მისცა. ობამას ადმინისტრაციის პოზიცია ნათელი და გასაგები იყო. კლინტონმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი, პუტინის ახალი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, „დემოკრატიზაციის გაგრძელებას შეძლებს“.

პუტინის 12 წლიანი მმართველობის ხანაში ქვეყანა მტკიცედ და ნელი ნაბიჯებით, თანდათან, ჩამოშორდა დემოკრატიის ყოველგვარ მიმართულებებს. იბადება შეკითხვა: რისი თქმა სურდა ამ განცხადებით კლინტონს? იმის, რომ რუსები ძველებურად მადლიერები უნდა იყვნენ, რომ ბრეჟნევისა და სტალინის ეპოქაში არ ცხოვრობენ? თუ ობამას ადმინისტრაცია ამ გზით პუტინს ეუბნება, რომ მას თავის საქმეების გაგრძელება შეუძლია და ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე კითხვები არ დაისმება მანამ, სანამ ნატო რუსეთის ტერიტორიას ავღანეთში ტექნიკის გადასატანად გამოიყენებს?

ამერიკელები, დიდი ხანია, ლაპარაკობენ რუსეთსა და აშშ–ს შორის სასარგებლო სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. თუმცა, ამ აზრის დაჯერება თანდათან უფრო რთული ხდება. პუტინმა მოულოდნელად დიდი რვიანის სამიტზე ვიზიტი გააუქმა და მისი, როგორც პრეზიდენტის, პირველი ვიზიტი ბელორუსში შედგება.

პუტინი, ალბათ, გააგრძელებს ტურნეს თავის მოძმე დიქტატორებთან, რომლებსაც პირდაპირ და ირიბ მხარდაჭერას უცხადებს. კრემლი უიმედოდ ცდილობდა სირიის ხელისუფებაში ბაშარ ალ–ასადის შენარჩუნებს, და „შეიარაღებული თავდაცვისაკენ“ მოუწოდებს, ვინაიდან, რეგიონში კონფლიქტი ნავთობის ფასის ზრდას გამოიწვევს, ეს კი პუტინს აწყობს.

ირანის დიქტატორის, მაჰმუდ აჰმადინეჯადის და მისი ბირთვული გეგმების მხარდაჭერაც, ზუსტად იმავე მიზანს ემსახურება. პუტინი დიდი სიხარულით ამარაგებს იარაღით ირანს. ხოლო საზენიტო სარაკეტო სისტემების მიყიდვაზე უარი მხოლოდ იმიტომ განუცხადა, რომ არ სურდა ისარელისათვის ირანზე სამხედრო შეტევა გადაეფიქრებინა. ვინაიდან, მისი ოცნების სცენარი – ეს ღია კონფლიქტია რეგიონში, რასაც ნავთობის ფასის რეკორდული ზრდა მოჰყვება.

სხვა დიქტატორები პუტინთან რბილ ურთიერთობას ინარჩუნებენ, კერძოდ ცენტრალურ აზიაში, სადაც რადიკალური ისლამის საფრთხე იზრდება და სადაც რუსი გენერალები ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობას ეწევიან. ამერიკის ხელისუფლება ვენესუელის მმართველს, უგო ჩავესს ბრალს იმაში სდებს, მექსიკელებს ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეხმარებიო. ეჭვგარეშეა, რომ ჩავესისა და კრემლის ბინადარი იგორ სეჩინის მჭიდრო ურთიერთობას ნარკოტიკებამდე მივყავართ.

ფრანკლინ რუზველტმა, უინსტონ ჩერჩილმა და სტალინმა ძალები იმიტომ გააერთიანეს, რომ მათ ქვეყნებს საერთო და სერიოზული საფრთხე ემუქრებოდათ. პუტინის გასაიდუმლოებული ქმედებები კი მხოლოდ მის საკუთარ მიზნებს ემსახურება.

0

ავტორი: