08:08:56     22-05-2012
მხლოვანა (მთიულური)
მასალა:
ცომი:
მარგარინი 200გრ.
მაწონი 500გრ.
კვერცხი 1ც.
სოდა 1 ჩ/კ.
ძმარი 1 ს/კ.
მარილი 0,5 ჩ/კ.
პურის ფქვილი რასაც შეიზელს.
შიგთავსი:
ყველი (უმარილო, ჭყინტი) 350გრ.
წითელი ჭარხლის ფოთოლი 3 კონა
ქინძი 1 კონა
მწვანე ხახვი 1 კონა
ერბო 200გრ.
მომზადება:
კვერცხი ავთქვიფოთ, დავამატოთ მაწონი, დარბილებული მარგარინი, სოდა ძმრით ათქვეფილი, მარილი, პურის ფქვილი და მოვზილოთ საშუალო სისქის ცომი. მომზადებული ცომი გავყოთ ორ ნაწილად, გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ ცომებზე მომზადებული შიგთავსი, მოვუკრათ თავი, გავაბრტყელოთ, შემდეგ ცომის შუაგული გავხსნათ (ეს ხდება იმისთვის, რომ ცხობის მომენტში ცომი არ გაიბეროს და არ გასკდეს) და შევწვათ ტაფაზე ან აირღუმელში.
შიგთავსის მომზადება:
ფხალი დავჭრათ წვრილად, მოვაყაროთ მარილი და კარგად ავსრისოთ, გავაჩეროთ 30 წუთი, შემდეგ გავწუროთ, დავამატოთ ყველი, ერბო, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, ქინძი და კარგად ავურიოთ.
0