04:26:37     21-05-2012
აკრედიტაცია "სამხედრო აღლუმი - 2012"
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქ. ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ სამხედრო აღლუმი ჩატარდება.
მედია საშუალებების წარმომადგენლებმა, რომლებიც დაინტერესებული არიან გააშუქონ აღნიშნული ღონისძიება, უნდა გაიარონ აკრედიტაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 7-დან 21 მაისის ჩათვლით.
სააკრედიტაციო ბარათების გაცემა იწარმოებს 24-25 მაისს 12:00 საათიდან 19:00 საათამდე
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; ქ. თბილისი, გენ. კვინიტაძის ქ. N20;
2. "მთავრობის სახლი"; ქ. ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის ქ. N5
აკრედიტაცია შესაძლებელია გაიარონ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებმა: ელექტრონული და ბეჭდვითი პერიოდული გამოცემების, რადიო, ტელე, ვიდეო, ფოტო, კინო და დოკუმენტური პროგრამების ჟურნალისტებმა, პროდიუსერებმა და რედაქტორებმა, ტექნიკურმა პერსონალმა. დასწრების მსურველმა მედიის წარმომადგენლებმა აკრედიტაციის მისაღებად უნდა შეავსონ აკრედიტაციის ფორმა თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე:
http://www.mod.gov.ge/?page=4&lang=0
შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ აკრედიტაციის ფორმის შევსების შემდეგ, 24 საათის განმავლობაში არ მიიღებთ შეტყობინებას აკრედიტაციის წარმატებით გავლის შესახებ, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე
291-04-21; 577 19 00 87; 577 19 00 96.
mod.gov.ge
0