დამარინადებული ღორის ნეკნები დამარინადებული ღორის ნეკნები />


  04:21:04     21-05-2012

დამარინადებული ღორის ნეკნები

a18239.jpg

მასალა:

ღორის ნეკნები 2,5კგ.

 მარინადი:

ძმარი 2 ს/კ.

ნიორი 1 თავი

თაფლი 1 ს/კ.

კეჩუპი 4 ს/კ.

ზეთი 4 ს/კ.

შავი პილპილი, ცხარე წითელი წიწაკა და მარილი გემოვნებით.

მომზადება:

ნიორი დავნაყოთ, დავამატოთ ძმარი, თაფლი, კეჩუპი, ზეთი, შავი პილპილი, ცხარე წითელი წიწაკა, მარილი და კარგად ავურიოთ. ნეკნები დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, ჩავაწყოთ ღრმა ჭურჭელში, დავასხათ მომზადებული მარინადი და გავაცხელოთ ნელ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ გვაცივოთ და შევდგათ მაცივარში 1 დღით.  ერთი დღის შემდეგ შევწვათ ტაფაზე ან მაყალზე (სეტკაზე), თან მოვასხათ მარინადი.

0

ავტორი: