მედვედევმა რუსეთის საფონდო ბაზარი უკვე დაბომბა – რუსეთიდან ინვესტორები გარბიან მედვედევმა რუსეთის საფონდო ბაზარი უკვე დაბომბა – რუსეთიდან ინვესტორები გარბიან />


  14:40:07     19-05-2012

მედვედევმა რუსეთის საფონდო ბაზარი უკვე დაბომბა – რუსეთიდან ინვესტორები გარბიან

a18216.jpg

ცივი ომის აჩრდილი ეწვიათ გუშინ რუსეთში მყოფ უცხოელ ინვესტორებს, როცა დიმიტრი მედვედევის განცხადებამ ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ გაიჟღერა. რუსეთის საფონდო ინდექსებმა ამ განცხადების ფასი აჩვენა – ისინი 3%-ით დაეცა.

რუსული ბაზრის ვარდნა დილიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც სააგენტო Bloomberg-მა გაავრცელა ცნობა, რომ უცხოელი ინვესტორები, რუსეთს, მოსკოვში ოპოზიციური გამოსვლებით განპირობებული ნეგატიური პოლიტიკური ვითარების გამო ტოვებენ.. ცეცხლზე ნავთი დაასხა მედვედევის განცხადებამაც.

„ნაჩქარევი სამხედრო ოპერაციების შედეგები უცხო სახელმწიფოებში, როგორც წესი, ხელისუფლებაში რადიკალების მოსვლით მთავრდება. რაღაც მომენტში ასეთი მოქმედებები, რომლებიც ძირს უთხრიან სახელმწიფოს სუვერენიტეტს, შეიძლება დამთავრდეს სრულფასოვანი რეგიონალური ომიტ და თანაც, არ მინდა ვინმე შევაშინო, მაგრამ – ბირთვული იარაღის გამოყენებით“ - განაცხადა მედვედევმა.

ამ სიტყვების შემდეგ, 13:00 საათზე, რუსეთის საფონდო ბაზარი ახალი ძალით დაეშვა ქვევით.

ანალიტიკოს ლილიტ გევორქიანის თქმით, რუსეთის ბაზრის კორუმპირებულობის შეგრძნება, სადაც სუსტი საბაზრო ეკონომიკა მეფობს, ძალიან ბევრ ინვესტორს მიუთითებს იმაზე, რომ არ ჩადონ ინვესტიცია რუსეთში. „პოლიტიკური რისკები რჩება მთავარ ფაქტორად, რომელიც პირდაპირ მოქმედებს ამ საკითხზე. კრემლი კი ცდილობს განაცხადოს, რომ ზოგიერთი სირთულე პოლიტიკური სიისტემისა, გადაჭარბებულია, მაგრამ მაშინ გაუგებარია, თავად რუს ინვესტორებს რატომ გააქვთ თავისი კაპიტალი საზღვარგარეთ?“ - ამბობს ექსპერტი.

სტრატეგიული ანალიზის სპეციალისტს იგორ ნიკოლაევს კი უკვირს, როცა ასეთი საომარი რიტორიკით შეიძლება დაისახო ამოცანა, რომ ბიზნესის წარმოების 120-ე პოზიციიდან მე-20 ადგილზე გადმოინაცვლო. „ეს ფორმა წარუმატებელია, ხოლო ისეთ ტერმინებთან, როგორიც ბირთვული ომი ან ბირთვული იარაღია, საერთოდ ძალიან ფრთხილად უნდა იყო“ - ამბობს ის და დასძენს, რომ პუტინისა და მედვედევის ადგილმონაცვლეობისას ითქვა, რომ ინვესტორებს შექმნებოდათ რწმენა, რომ ხელისუფლება ადგილზეა და არანაირი ცვლილებები ძირითად კურსში არ მოხდება. მაგრამ რუსეთიდან კაპიტალის გადინებამ, რაც ახლა აქტიურად მიმდინარეობს, საწინააღმდეგო დაამტკიცა.

0

ავტორი: