11:36:13     16-05-2012
საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში, გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა
16 მაისს, 17:00 საათზე, საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში გამოყენებითი ხელოვნების მხატვართა ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა. გამოფენა ხელოვნების საგაზაფხულო ფესტივალის პროგრამის ფაგლებში იმართება.
ფესტივალი 12 მაისს, კულტურის ცენტრ ,, მუზაში”, ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენით გაიხსნა და 19 მაისს, 14:00 საათზე, მშრალ ხიდზე აქციით -,, მე მიყვარს ხატვა” სამხატვრო სკოლების ბავშვებისა და ცნობილი მხატვრების მონაწილეობით დასრულდება.
პროგრამა, საქართველოს მხატვართა საერთაშორისო შემოქმედებითი კავშირის ორგანიზებითა და საქართველოს პრეზიდენტის, თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.
საქართველოს მხატვართა კავშირის მიზანია ეროვნული ტრადიციების შენარჩუნება და დაცვა. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ხელოვნებათმცოდნეობის განვითარების ხელშეწყობა, ქართული ხელოვნების პოპულარიზაცია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გატანა.
0