10:30:25     12-05-2012
სალათა "საზაფხულო"

მასალა:
200-300გრ. კომბოსტო
300გრ. შებოლილი ძეხვი
3ც. კვერცხი
400 მწვანე ბარდა
100გრ. სტაფილო
3 კბილი ნიორი
მარილი, წიწაკა, მაიონეზი გემოვნებით.
მომზადება:
ძეხვი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, დავუმატოთ გახეხილი სტაფილო და კომბოსტო, მწვანე ბარდა, მოხარშული კუბიკებად დაჭრილი კვერცხი, გატარებული ნიორი, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, მოვასხათ მაიონეზი და კარგად ავურიოთ. გავაფორმოთ მწვანილით.
0