„გლობალ TV– ის“ ანტენას, კომპლექტში „ოცნების“ წევრობა მოჰყვება „გლობალ TV– ის“ ანტენას, კომპლექტში „ოცნების“ წევრობა მოჰყვება />


  13:40:09     11-05-2012

„გლობალ TV– ის“ ანტენას, კომპლექტში „ოცნების“ წევრობა მოჰყვება

a17955.jpg

ბიძინა ივანიშვილი და მისი კოალიცა ამომრჩევლის მოსყიდვითაა დაკავებული. შეგახსენებთ, რომ ოლიგარქის  კუთვნილი ტელევიზია „მეცხრე არხი“, ამჟამად „გლობალ TV“-ს საშუალებით მაუწყებლობს. მისი ყურება, სწორედ ბიძინა  ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი კომპანიის საშუალებით არის შესაძლებელი. 

ცოტა ხნის წინ, კომპანიამ განაცხადა, რომ რეგიონებში „გლობალ TV–ს“ ანტენებს უფასოდ დაუმონტაჟებენ მოქალაქეებს. ბიძინა ივანიშვილი ის ჩითი არაა, ვინმეს რამე უანგაროდ აჩუქოს. ამ ანტენებს ხალხს იმიტომ ურიგებს, რომ „მეცხრე არხს“ აყურებინოს. 

აქვს მეორე სარგებელიც.. როგორც „პრესა.ჯი“-მ გაარკვია,  ვისაც სურს „გლობალ ტვ–ს“  ანტენა მიიღოს,  „ქართული ოცნების“ რაიონულ ორგანიზაციას უნდა მიმართოს. დაწეროს განცხადება და ასევე, შეთავაზების შემთხვევაში გახდეს „ქართული ოცნების“ აქტივისტი. 

ეს ინფორმაცია, „პრესა.ჯი“-ს რამდენიმე წყარომ უკვე დაუდასტურა. თუმცა ისინი აცხადებენ, რომ იძულებას ადგილი არ ჰქონია. ანტენას მაინც მიიღებენ, უბრალოდ პარალელურად ხალხს სიტყვიერად სთავაზობენ, ხომ არ გახდებიან  „ქართული ოცნების“ აქტივისტები? 

„პრესა.ჯი“ შეეცადა ეს ინფორმაცია „ქართული ოცნების“ რაიონული ოფისების ხელმძღვანელებთან გადაემოწმებინა.  „პრესა.ჯი“-ს „ქართული ოცნების“ მცხეთის ოფისის ხელმძღვანელმა ვაჟა თათარაშვილმა განუცხადა: „ჩემთვის უცნობია ასეთი ფაქტის შესახებ, რადგან ჯერ  არ დაწყებულა ანტენების დამონტაჟების პროცესი.  ჩვენთან არავის შემოუტანია განცხადება, რომ სურს ანტენის დადგმა. არ ვიცი ამის შესახებ. თუმცა არც ის გამიგია, რომ მცხეთაში ვინმეს უკვე დაედგას „გლობალ TV-ს“ ანტენა. ალბათ მოგვმართავენ, თუ სურვილი გაუჩნდებათ“ - ამბობს თათარაშვილი. 

ერთ-ერთ ქართულ ბეჭდურ გამოცემასთან საუბრისას კი „ქართული ოცნების“ გურიის კოორდინატორი სოსო ბოლქვაძე ადასტურებს, რომ ანტენის დამონტაჟების მსურველებმა პარტიის ოფისს უნდა მიმართონ. 

„უკვე 1500-ზე მეტი განცხადება შემოვიდა ჩვენთან. ჩვენ მხოლოდ დავეხმარეთ იმ ადამიანების შერჩევაში, რომლებსაც შეუძლიათ მონტაჟზე იმუშაონ. მალე გაიხსნება წარმომადგენლობა და იქ მოხდება შეკვეთების მიღება. ადგილობრივებთან ერთად დამონტაჟებაზე თბილისელი სპეციალისტებიც იმუშავებენ“ - განაცხადა  სოსო ბოლქვაძემ. 

საჩხერეში ანტენების დამონტაჟების პროცესს  კოორდინირებას და ორგანიზებას  უწევს ვეფხია კილაძე, რომელიც ამბობს,  „გლობალ tv-ს“  თავისი წარმომადგენლები ჰყავს რაიონებში, ჩვენ ვუწევთ ამას ორგანიზებას“. 

მართალია ვეფხია კილაძემ უარყო, რომ „ქართული ოცნების“ ოფისი არაფერ შუაშია „გლობალ ტვ“-სთან და მის ანტენებთანო, თუმცა ფაქტია, რომ კილაძე, მაშინ, როდესაც ჩვენ მისგან კომენტარს ვიწერდით „ქართული ოცნების“ საჩხერის ოფისში  იმყოფებოდა. შესაბამისად, თუკი საჩხერლები ანტენების დადგმას მოისურვებენ და ვეფხია კილაძესთან დაკავშირებას  მოინდომებენ, „ქართული ოცნების“ ოფისს უნდა მიაკითხონ. 

„პრესა.ჯი“ ორი დღის განმავლობაში ცდილობდა, ამ თემაზე, კომენტარის ჩაწერას  „გლობალ ტვ“-ს მარკეტინგისა და განვითარების მენეჯერთან ზურაბ ბაზლაძესთან, თუმცა ამაოდ.

0

ავტორი: