,,ქართული ოცნება’’ პარტიისთვის დახარჯულ თანხებს მალავს ,,ქართული ოცნება’’ პარტიისთვის დახარჯულ თანხებს მალავს />


  16:31:07     10-05-2012

,,ქართული ოცნება’’ პარტიისთვის დახარჯულ თანხებს მალავს

a17917.jpg

საქართველოს კონტროლის პალატამ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის საფუძველზე, ყველა პოლიტიკური სუბიექტისაგან, მიმდინარე წლის 1-ელ იანვრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში გაწეულ ფინანსურ ანგარიშბრუნვასთან დაკავშირებით, ინფორმაცია გამოითხოვა. მათი ანალიზისა და დამუშავების შემდეგ, დაფიქსირდა, როგორც ტექნიკური, ისე შინაარსობრივი ხასიათის უზუსტობები და ხარვეზები. როგორც  ირკვევა ,,ქართულ ოცნებას’’ კვლავ პრობლემები აქვს ფინანსურ გადარიცხვებთან. 

კონტროლის პალატის ინფორმაციით, ,,ახალი მემარჯვენეებს’’ არასწორად აქვს დადეკლარირებული საბიუჯეტო შემოსავალი 22,283.76 ლარი. რაც ტექნიკური ხასიათის შეცდომას განეკუთვნება. ასევე მათ კონტროლის პალატაში  არ წარმოუდგენიათ ,,ვითიბი ბანკის’’ ანგარიშის ნომერი.

პარტიას არ აქვს დადეკლარირებული ,,რესპუბლიკური პარტიის’’ მიერ ჩარიცხული 709.36 ლარი და იგი გატარებულია, როგორც საკომუნიკაციო ხარჯის ანაზღაურება.

საარჩევნო სისტემების განვითარების ცენტრიდან მიღებული სახსრების დიდი ნაწილი კი, კერძოდ 10,666 ლარი გატარებულია სხვა ხარჯებში. კონტროლის პალატის ინფორმაციით, ბანკის ამონაწერიდან შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ ამ თანხიდან 9437.95 ლარი გაიხარჯა საწვავის შესაძენად, თუმცა საწვავი არ არის მიკუთვნებული რომელიმე მივლინებას, ან რეგიონული პროექტის დაფინანსებას.

,,განახლებული საქართველოსთვის’’ მიერ წარდგენილ დეკლარაციაში, კონტროლის პალატის ინფორმაციით, არ სრულდება საბალანსე ტოლობა: აქტივების მხარეს ფიქსირდება 51,012 ლარი ვალდებულებებისა, ხოლო კაპიტალის მხარეს - 137,519.91. საბალანსო ანგარიშგებაში, 51,012.7 ლარი საკუთარი კაპიტალის ნაცვლად, უნდა ეწეროს - 35494,51 დაუფარავი ზარალი, ასევე არ ემთხვევა აქტივების ნაშთი. პარტიას 46,570 აქვს დაფიქსირებული საბალანსო ფორმაში, ხოლი ფორმა N9-ში წარმოდგენილია 47,878 ლარი. დადეკლარირებულია ზედმეტი საიჯარო ქირის ხარჯი, რომელიც არ დასტურდება საბანკო ამონაწერიდან; დეკლარაციაში არ ჩანს აუდიტორის მომსახურება - 200 ლარი.

რაც შეეხება ,,დემოკრატიულ მოძრაობა ერთიან საქართველოს’’, კონტროლის პალატას, აქ შემდეგი შენიშვნები აქვს: პარტიის მიერ დეკლარირებულია 23,774.3 ლარის შემოსავალი, მაშინ როცა, საბანკო ამონაწერიდან ჩანს 28,290.3 ლარის შემოსავალი. დადეკლარირებულია საკასო 22,984 ლარის ხარჯი, საბანკო ამონაწერიდან კი ჩანს 27,690.13 ლარის ხარჯვა.

კონტროლის პალატას შენიშვნები აქვს მმართველ პარტიასთანაც. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ დეკლარაციაში გასარკვევია ორი ტრანზაქცია. გამოსათხოვია სალაროს ანგარიშგება (ხარჯების ნაწილის და 23 009 ლარი აქტივის შეძენის დასადასტურებლად).

,,კონსერვატიულ პარტიას’’ 34616 ლარის ხარჯვა დაუდეკლარირებია, ბანკში კი 92847.2 ლარის ხარჯი ჩანს. ასევე შეცდომითაა შევსებული ფორმა N 9. კონტროლის პალატის ინფორმაციით, პერიოდის დასაწყისში პარტია აჩვენებს ნაშთს ნულს, მოძრაობაც არ არის, ხოლო ნაშთი პერიოდის ბოლოს კი მატერიალური მარაგებისა არის დაფიქსირებული 1,002,800 ლარი, მაშინ, როდესაც, ამ მუხლის ჩაშლაში გვხვდება ერთადერთი ჩანაწერი - „სხვა მატერიალური მარაგების“ გრაფაში 1,020,000 ლარი. ასევე არ არის დადეკლარირებული საბალანსო ანგარიშგება მატერიალური მარაგების მუხლში.

ჯონდი ბაღათურიას ,,ქართული დასის’’ დეკლარაციაში, პარტიის ლიდერივით გამორჩეული ლაფსუსებია, მასში არ არის დაცული საბალანსე ტოლობა. პერიოდის დასაწყისში ფიქსირდება აქტივები 444.65 ვალდებულებები და კაპიტალი 904.2, პერიოდის ბოლოს: აქტივების მხარეს არის 258 ვალდებულებების და კაპიტალის მხარეს კი მინუს 75. ახალი დეკლარაციის ჯამური აქტივების და ჯამური ვალდებულებებისა და კაპიტალის მუხლები არ ედრება ძველი დეკლარაციის შესაბამის მუხლებს. 904.2 ლარი უნდა იყოს პერიოდის დასაწყისის ნაშთი აქტივებში. არასწორად აქვს ნაჩვენები შემოსავალი და ხარჯები. საბიუჯეტო დაფინანსება გატარებული აქვს, როგორც საარჩევნო კამპანიის შემოსავალი, მაშინ როდესაც, საანგარიშგებო პერიოდში 01.01.2012-01.03.2012 არ ჩატარებულა არც ერთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ საარჩევნო კამპანია. ამ შეცდომიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული სახსრების ხარჯვაც ნაჩვენები აქვს სხვა ფორმაში. თანხა ხარჯებისათვის გააქვს პირადად ჯონდი ბაღათურიას ხელზე, შესაბამისად, ხარჯვის არსებითი ნაწილის 11,795 ლარის დადასტურება შეუძლებელია დამატებითი დოკუმენტაციის გარეშე.

,,ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას’’ დადეკლარირებული აქვს 48,431 ლარი, მიღებული საარჩევნო სისტემების განვითარების ცენტრიდან, რომლის მხოლოდ 19,699 ლარის ხარჯვაა გაშიფრული, ხოლო დანარჩენი თანხის ხარჯვა არ არის შესაბამის ფორმაში დადეკლარირებული. საწევრო შენატანები პირდაპირ ირიცხება ხელფასის გამცემი ორგანოს ანგარიშიდან, შესაბამისად, შემომწირველებად ფიქსირდებიან იურიდიული პირები. არცერთ საწევროს შენატანს არ აქვს მითითებული ანგარიშის ნომერი, ხოლო რამდენიმე მათგანი ნაღდი ფულით არის შეტანილი. კერძოდ, საბანკო ამონაწერში არ ჩანს 686 ლარის შემოსავალი. პარტიას ასევე არ აქვს წარდგენილი საბარათე ანგარიშის ბრუნვა. ერთმანეთს არ ემთხვევა ბანკისა და დეკლარაციის ხარჯის თანხები. ასევე არ ემთხვევა იჯარის თანხა - 1183 ლარი, დეკლარაციაში შეტანილი არ არის საკომისიო - 117 ლარი. დაზღვევა, ავტო-ტექმომსახურება, საბურავების შეძენა - კონკრეტულ მუხლებში უნდა ყოფილიყო გაშიფრული. საშემოსავლო არის გასამიჯნი - ხელფასის და იჯარის. არ არის ნაჩვენები ფუნტი სტერლინგის ანგარიშზე ბრუნვა. 1211 ანგარიშზე ნაჩვენებია 1672 ნაცვლად 2103. ერთი საბანკო ანგარიში საერთოდ არ აქვთ წარმოდგენილი. არ ემთხვევა მონაცემები საბალანსო ანგარიშგებასა და აქტივების უწყისში.

,,ქართული ოცნების’’ საბანკო ამონაწერში ფიქსირდება იჯარასთან დაკავშირებული მხოლოდ ერთი ტრანზაქცია (შპს ძველი უბანი-17524 ლარი) და არ არის წარმოდგენილი რეგიონული ოფისების იჯარის ხარჯები. ასეევე საბანკო ამონაწერში ფიქსირდება მხოლოდ გაზეთის ბეჭვდისა და გამოცემის ხარჯები (შპს საგამომცემლო ცენტრი საერთო სიტყვა - 130 000 ლარი) და არ ჩანს, თუ რა ხარჯებთან არის დაკავშირებული ფიზიკური პირების მიერ გაზეთების გავრცელება. წარმოდგენილი ინფორმაციებიდან საერთოდ გაურკვეველია ორგანიზაციის სიმბოლიკის ამსახველი მაისურების დამზადებისა და გავრცელების ხარჯები.  აქტივების რეესტრი არასწორადაა შევსებული, რაც განეკუთვნება ტექნიკური ხასიათის შეცდომას.

კონტროლის პალატის ინფორმაციით, სხვადასხვა სახის ხარვეზები დაუდგინდათ დანარჩენ პოლიტიკურ სუბიექტებსაც. მათ შორის: პოლიტიკურ გაერთიანება "ეროვნულ ფორუმს“, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება მოძრაობა "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „საქართველოს სახალხო ფრონტს“, პარტია „საქართველოს გზას", ,,საქართველოს ერთიან კომუნისტურ პარტიას’’, ,,საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას’’, ,,საქართველოს მწვანეთა პარტიას’’, ,,საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას’’, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „ქართულ პარტიას", პოლიტიკურ გაერთიანება „ხალხის პარტიას", პოლიტიკურ პარტია „თავისუფალ საქართველოსა" და აიპ „რესპუბლიკურ ინსტიტუტს“.

0

ავტორი: