ეს ერთი და სხვა მრავალი... ეს ერთი და სხვა მრავალი... />


  15:23:11     10-05-2012

ეს ერთი და სხვა მრავალი...

a17915.jpg

მსოფლიოში უნიკალური მოვლენა - მილიარდერის ექსპლუატაცია გრძელდება. ოლიგარქის გარშემო შემოკრებილმა ჭრელმა, თუმცა, ერთი საერთო, დიადი მიზნით გაერთიანებულმა დაჯგუფებამ სოლოლაკის შუშის სასახლე, ფაქტობრივად, მთლიანად საკუთარ კონტროლზე აიყვანა. 

ბიძინას მრავალმილიონიან საცხოვრებელში მოკალათებული პერსონები, თავს ფრიად კომფორტულად გრძნობენ: მილიარდერისაგან იღებენ „საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით მეტ თანხას“ (როგორც მილიარდერს უყვარს-ხოლმე თქმა მის მიერ მიწებ თუ ქონებაწართმეულ ადამიანებისაგან ამ ქონების „შესყიდვის“ დახასიათებისას) და დანარჩენ დროს უბრალოდ ილუზიას ქმნიან, რომ თითოეული მათგანი, პრემიერობაზე მეოცნებე უიღბლო „პოლიტიკოსისათვის“, ყველაზე ძვირფას და მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს.  

როგორც თავიდანვე მოსალოდნელი იყო, მილიარდერის, როგორც პოლიტიკოსის გაკონტროლება არცთუ რთული პროცესი აღმოჩნდა ალასანიას, ხუხაშვილის, უსუფაშვილის თუ სხვა მსგავსთა მხრიდან.

თავის თავზე აღმატებითი წარმოდგენის, საკუთარ თავში ჩაკეტილი ოლიგარქი დღეს, ფაქტობრივად, ამ „გამობრძმედილი“ დიდი ოპოზიციონერი ლიდერების დავალებების შემსრულებლად და ხელის ბიჭად იქცა. 

თუმცა, ეს დავალებებიც მხოლოდ ისეთ პრიმიტიულ პროცედურებს მოიცავს, როგორიცაა თვეში ერთხელ ხალხში რამდენიმე წუთით გამოჩენა და ფეისბუქზე საკუთარი ფოტოების ატვირთვა. რამდენიმე დაჯგუფებაც ისე ებრძვის ერთმანეთს ძალაუფლებისათვის, რომ ბიძინას არსებობა აღარც კი ახსენდებათ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მორიგი მსუყე ჰონორარია მისაღები.

მთელი „იდეოლოგიური ფრონტი“, ახალგახსნილი ტელევიზია, კადრების მიღება, პროცესების კონტროლი სულ რამდენიმე პიროვნებას აქვს მონოპოლიზირებული და ოლიგარქს უკვე დიდი ხანია სიმბოლურადაც აღარავინ არაფერს ეკითხება, რომელიც ისე გავიდა "აბსაიდში", რომ თვითონაც ვერ შეამჩნია და კვლავ ვირტუალური რეალობით აგრძელებს ცხოვრებას და ფეისბუქის საკუთარ ფოტოებს და ნაყიდ ლაიქებს შეჰხარის... 

0

ავტორი: