თაფლის ნამცხვარი თაფლის ნამცხვარი />


  08:56:54     10-05-2012

თაფლის ნამცხვარი

a17886.jpg

მასალა:

ცომი:

კარაქი 100გრ.

კვერცხი 2ც.

პურის ფქვილი დაახლოებით 1 ჭიქა

შაქარი 1/2 ჭიქა

თაფლი 2 ს/კ.

სოდა 1 ჩ/კ.

 კრემი:

არაჟანი 500გრ.

შაქარი 1/2 ჭიქა

ნიგოზი 100გრ.

ნახევარი ჭიქა შავი ქლიავის ჩირი.

მომზადება:

ცომის მომზადება:

ჯამზე ნელ ცეცხლზე გავადნოთ თაფლი, განუწყვეტლივ ვურიოთ სანამ მასა არ გახდება ოქროსფერი (დაახლოებით 2 წუთი), შემდეგ გადმოვდგათ გაზქურიდან, სწრაფად გავადნოთ მასში დაჭრილი კარაქი და შაქარი, დავამატოთ კვერცხი, კარგად ავურიოთ, შემდეგ დავამატოთ ფქვილი, კარგად ავურიოთ (ცომს უნდა ქონდეს სქელი არაჟანის კონსტისტენცია). პერგამენტის ქაღალდი ჩავაფაროთ გამოსაცხობ ფორმაში, წავუსვათ კარაქი, გავაცხელოთ, ჩავასხათ მომზადებული ცომი და ვაცხოთ ნელ ცეცხლზე 20 წუთი. (ფირფიტის მზადყოფნა შევამოწმოთ ასანთის ღერით, თუ ასანთის ღერს ცომი არ ეკრობა ესეიგი ფირფიტა მზად არის). მომზადებული ფირფიტა გამოვიღოთ აირღუმელიდან, დავჭრათ ცხელი ორ ნაწილად. ქვედა ნაწილზე წავუსვათ ქლიავიანი კრემი, დავაფაროთ მეორე ფირფიტა, წავუსვათ ნიგვზიანი კრემი, მოვაყაროთ კარგად დაფქვილი ნიგოზი და შევდგათ მაცივარში. (ქლიავის მაგივრად შეგვიძლია გამოვიყენოთ ქიშმიში, ხოლო თავზე მოსაყრელად შეგვიძლია გამოვიყენოთ ქოქოსის ფანტელები).

 კრემის მომზადება:

არაჟანი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, გავყოთ ორ ნაწილად, შევდგათ მაცივარში, ნიგოზი გავატაროთ, ქლიავი დავჭრათ წვრილად, კრემის ერთ ნაწილში დავამატოთ ნიგოზი, ხოლო მეორე ნაწილში ქლიავი.

0

ავტორი: