17:25:41     09-05-2012
„პრესა.ჯი“-ს ინფორმაცია დადასტურდა - ბიძინამ „ტერმინატორი“ იქირავა

ბიძინა ივანიშვილი დღეს ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავთან დაცვის ახალ წევრთან ერთად მივიდა. ცხადია, მისი დაცვის წევრებს სახეზე ისე არ ვიცნობთ, რომ მივხვდეთ, როდის ჰყავს ახალი მცველი და როდის - ძველი.
თუმცა ამ შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. გახსოვთ ალბათ, „პრესა.ჯი“ ცოტა ხნის წინ წერდა, რომ ოლიგარქი აპირებს დაცვად ამერიკელები აიყვანოს, მათ შორის ფერადკანიანები. აი, რას წერდა „პრესა.ჯი“ 10 აპრილს, წერილში - „ვინ არის ბიძინას „ლიკვიდაციის“ ავტორი“...
„ლაშა ნაცვლიშვილმა, რომელიც დღეს „ბიძინისტობს“ და ივანიშვილის უსაფრთხოებაზე ზრუნავს, ასეთი გეგმა შესთავაზა ოლიგარქს: ვინმეს, უნდა გაევრცელებინა ინფორმაცია, ივანიშვილის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ. ამის შემდეგ, ბიძინას გარემოცვას განგაში უნდა აეტეხა ხალხში.
ბიძინა ცხადია, უნდა დაინტერესებულიყო „საქმის დეტალებით“ და ამბის გამავრცელებლისგან უნდა მიეღო დაზუსტებული და ყოვლისმომცველი ინფორმაცია. მართლაც, ბიძინამ აფრინა მსტოვრები ჟენევაში, კომახიძესთან, თითქოსდა მისი ლიკვიდაციის გეგმის დეტალების გასარკვევად. კომახიძემაც იხეირა და წესით, უნდა ეხეირა ნაცვლიშვილსაც...
ლაშა ნაცვლიშვილის ამ მარტივი სიუჟეტის შემდეგ, გათვლილი იყო „დიდი პოლიტიკური ნაბიჯი“. ბიძინა, რომელიც რუსეთუმე და პუტინისტია, რომლის ოცნებაც რუსულია, ხალხისთვის უნდა „შეესაღებინათ“ პროამერიკელად.
ნაცვლიშვილის სცენარით, „დიდი პოლიტიკური ნაბიჯის“ შემდეგი ეტაპი უნდა ყოფილიყო ბიძინას დაცვის გაძლიერება. ვის უნდა გაეძლიერებინა ბიძინას დაცვა? ამერიკიდან ჩამოყვანილ „ტიპებს“. ნაცვლიშვილის გონების ნაჟურის მთავარი ამოსავალი იყო - „დაცვის ამერიკელი, ფერადკანიანი „ტერმინატორები“.
ბიძინას მარაზმში ჩავარდნილი გარემოცვა, ასე იოლად აპირდებდა მისი პრორუსულობის გაქარწყლებას. „როცა ამერიკელი ფერდაკანიანები ეყოლება დაცვაში, კიდე ვინ იტყვის რომ რუსეთის კაცია. თუ რუსეთის კაცია, ამერიკელებს როგორ მიანდო საკუთარი უსაფრთხოება?! - ხელებს შლიდა „თეთრი მელექსე“ ერთერთ თათბირზე, „შუშის სასახლეში“.
ლაშა ნაცვლიშვილს და მის პატრონს, ჰგონიათ, ვინმე ასე მარტივად მოტყუვდებოდა, თუ ამერიკიდან „ტერმინატორს“ დაიქირავებდნენ. ამერიკიდან უამრავი „მცველის“ ჩამოყვანა შეიძლება, თუ ფულს გადაუხდი. დეკორაციად ამერიკელი დაცვის გამოყენება, ან ბიძინას გარემოცვის სუსტ ფანტაზიაზე მეტყველებს, ან ამ გარემოცვას ქართველი ხალხი ჰგონია სუსტი ჭკუის.
ბიძინას კაცი არ გამოუჩნდა მრჩეველი, რომ უთხრას, მწვერვალზე ასასვლელად ძლიერი თოკებია საჭირო და არა გასაბერი კამერა, „უტკის“ ფორმით“. ათი აპრილიდან, არც ისე დიდი დროა გასული. ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, დაქირავებულმა „ბიძინისტებმა“ სოციალური ქსელები ააჭრელეს საწინააღმდეგო კომენტარებით.
დღეს კი უკვე სახეზეა ოლიგარქის დაცვის ფერადკანიანი წარმომადგენელი, რომლის მხრებზეა ახლა, ივანიშვილისთვის, „რუსეთის ყურმოჭრილი მონის“ სტატუსის ჩამორეცხვა. დაცვის ამ ახალმა წევრმა ალბათ არც იცის, მისი უდიდესი მისიის შესახებ. არადა, მან ხომ ივანიშვილის „ჭორვილული“ იერი, „ამერიქულ ფეისად“ უნდა გარდაქმნას. არ იცის ამ კაცმა და ოლიგარქის გარემოცვას ვთხოვოთ, არც გააგებინონ, თორემ გაიქცევა.