09:31:32     09-05-2012
შოკოლადის ნამცხვარი „ნეტარება"
მასალა:
შავი შოკოლადი 125გრ.
კარაქი 60გრ.
კვერცხი 3ც.
პურის ფქვილი 3ს/კ.
შაქარი 60გრ.
შიგთავსი:
გარგარის ჯემი გემოვნებით.
სიროფი:
წყალი 4 ს/კ.
კონიაკი 1,5 ს/კ.
შაქარი 2 ს/კ.
გასაფორმებლად:
შოკოლადი 100–200გრ.
კვერცხის ცილა და გული განვაცალკევოთ ერთმანეთისგან. ცილა ავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე (კვერცხის ცილა უნდა გადაიქცეს თეთრ ქაფად), შემდეგ ისე რომ მიქსერი არ გავაჩეროთ ნელ–ნელა ჩავყაროთ შაქარი და კარგად ავთქვიფოთ. შავი შოკოლადი კარაქთან ერთად გავადნოთ წყლის აბაზანაზე, ავურიოთ კვერცხის გული (ყვითრი) და ბრთხილად დავამატოთ ათქვეფილ ცილას, ავურიოთ, ბოლოს დავამატოთ ფქვილი და კვალვ ავურიოთ. მომზადებული ცომი თანაბრად გადავანწილოთ კეკსის ფორმებში (ფორმას წინასწარ წავუსვათ კარაქი) და გამოვაცხოთ 180* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ ნამცხვრები ცოტა შევაგრილოთ, გავჭრათ თითოეული შუაზე, დავნამოთ მომზადებული სიროფით, წავუსვათ გარგარის ჯემი, შევაერთოთ ნახევრები, ნამცხვრის გვერდები ამოვავლოთ გახეხილ შოკოლადში (ნახევარი შოკოლადი წინასწარ გავხეხოთ, ხოლო ნახევარი გავადნოთ), ხოლო თავზე მოვასხათ გამდნარი შოკოლადი.
სიროფის მომზადება:
შაქარს დავამტოთ წყალი დავდგათ გაზქურაზე და ვადუღოთ 5 წუთი, შემდეგ გადმოვდგათ გაზქურიდან და დავამატოთ კონიაკი.
0