რატომ სწირავენ 10 ათასობით ლარს, ოლიგარქის პარტიას, ქართველი უმუშევრები რატომ სწირავენ 10 ათასობით ლარს, ოლიგარქის პარტიას, ქართველი უმუშევრები />


  15:45:17     08-05-2012

რატომ სწირავენ 10 ათასობით ლარს, ოლიგარქის პარტიას, ქართველი უმუშევრები

a17841.jpg

მიმდინარე წელს, Forbes-ის მიერ გამოქვეყნებულ მდიდართა რეიტინგში, 6.4-მილიარდიანი ქონებით, ბიძინა ივანიშვილი 153-ე ადგილზე მოხვდა, თუმცა რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, საქართველოში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ჩათვალეს, რომ ივანიშვილს ძალიან უჭირს და თავიანთი დანაზოგი უკანასკნელ თეთრამდე, ივანიშვილის პარტიას შესწირეს. კონტროლის პალატამ რამდენიმე ფიზიკური პირის ახსნა–განმარტება გაავრცელა, რომელშიც ისინი საუბრობენ თუ რატომ ჩათვალეს საჭიროდ დახმარებოდნენ ივანიშვილის პარტიას და რა თანხები შესწირეს მას თავიანთი დანაზოგიდან. ამონარიდი ბესიკ არსენის-ძე მუმლაური ახსნა-განმარტებიდან: ,,1990-იანი წლებიდან ვარ უმუშევარი, ვარ დაავადებული დიაბეტით, რის გამოც ვერ ვეწევი აქტიურ სამუშაოს. ყოველთვიურად მეხმარება, რეგულარულად, სამი წელი, ,,ბანკი ქართუს’’ საშუალებით, ჩემი მეგობარი ბიძინა ივანიშვილი. ყოველთვიურად ხელზე ვიღებთ 2 780 ლარს დაქვითვის გარეშე. თანხის ნაწილს ვხარჯავდი ოჯახის საჭიროებისათვის, დანარჩენს კი ვაგროვებდი შავი დღისთვის. ერთადერთი შემოწირულობა განვახორციელე 2012 წლის თებერვლის დასაწყისში – 10 000 ლარი, რომელიც იყო ჩემი პირადი დანაზოგი. ოჯახის დანაზოგი იყო დაახლოებით 17 000 ლარი. ბიძინა ივანიშვილს ჩემი დახმარება დასჭირდა, რადგან ვნახე, რომ უჭირდა „ქართული ოცნებისათვის“ თანხების მოძიება, რადგან საქართველოს მოქალაქე არ არის და შევეცადე დავხმარებოდი მას ფინანსურად 10 000 ლარის ოდენობით. ზემოთ აღნიშნული 2 780 ლარიდან მე მერიცხება ჩემ კუთვნილ საბანკო ანგარიშზე ,,ქართუ ბანკში’’, ყოველთვიურად 1390 ლარი, მეუღლეს, თავის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე ერიცხება 1390 ლარი. ჩემა მეუღლემ (თამაშა ჩიტაიამ) „ქართულ ოცნებას“ 2012 წლის თებერვლის დასაწყისში შეწირა 5000 ლარი. ამ ეტაპზე ჩვენი დანაზოგია 2000 ლარი, რასაც ვინახავ სახლში.’’

კიდევ უფრო უცნაურად გამოიყურება ბესიკ მუმლაურის მეუღლის ახსნა–განმარტება, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ ცოლ–ქმარი თურმე თავად ივანიშვილის ქველმოქმედებით ცხოვრობდა და 17 000 ლარიანი დანაზოგი გააკეთეს (რომელიც უკანვე დაუბრუნეს შემომწირველს), არასდროს დაფიქრებულან ქველმოქმედებაზე, რადგან მათ ამის საშუალება არ ჰქონდათ.

ამონარიდი თამაშა ჯაჯის-ასული ჩიტაიას ახსნა–განმარტებიდან: ,,90-იანი წლების შემდეგ ოფიციალურად არსად ვმუშაობ. ვარ შპს-ს დირექტორი, მაქვს მცირე შემოსავალი, თვეში მოგება მრჩება დაახლოებით 300-400 ლარი. იჯარით მაქვს აღებული მცირე ფართი სადაც ვვაჭრობ საყოფაცხოვრებო წვრილმანი ნივთებით. თანხას – 1390 ლარს, ბიძინა ივანიშვილისგან დაახლოებით ორ წელზე მეტია რაც ვიღებთ. სამწუხაროდ ქველმოქმედება არასოდეს განმიხორციელებია, რადგან ამის მატერიალური საშუალება  არ მქონდა. რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციისათვის ან კონკრეტული გაჭირვებული ადამიანისთვის თანხა არასოდეს შემიწირავს, გარდა ბოლო პერიოდისა როდესაცქართულ ოცნებასშევწირე 5000 ლარი. ჩემთვის ცნობილი გახდა , რომ „ქართულ ოცნებას“ სჭირდებოდა თანხები, მე გადავწყვიტე ჩემი დანაზოგი თანხა – 5000 ლარი, შემეწირა „ქართული ოცნებისათვის“, მოგახსენებთ, 5000 ლარი შევწირე და დავიტოვე მხოლოდ საარსებო თანხა. ამ 5000 ლარს ვაგროვებდი წლების განმავლობაში. ეს იყო ჩემო ოჯახის დანაზოგი. დღეის მდგომარეობით რაიმე სახის დანაზოგი ბანკში არ მაქვს, მაქვს დანაზოგი მხოლოდ მცირე თანხა ოჯახური საჭიროებისამებრ 1000 ლარის ოდენობით.’’

თამაშა ჩიტატია, ივანიშვილის პარტიისთვის ფულის შემწირველებს შორის ერთადერთი არ არის, რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე თავისი დანაზოგიდან მხოლოდ ,,ქართული ოცნების’’ დახმარების სურვილი გაუჩნდა. მარიამ მეტრეველი, რომელიც „ ქართუ ჯგუფთან“ არსებულ კაფეში მუშაობს, ახსნა–განმარტებაში წერს:  ,,წარსულში ქველმოქმედება არ განმიხორციელებია და ფული არავისთვის არ გადამირიცხავს. არა იმიტომ, რომ არ მქონდა ამის საშუალება, არამედ იმიტომ, რომ სურვილი არ გამჩენია. ერთადერთი შემოწირულობა რაც განვახორციელე, მოხდა 9 თებერვალს. ჩემი დანაზოგიდან 10 000 ლარი შევწირე ბიძინა ივანიშვილის მოძრაობას „ქართულ ოცნებას“. ერთ მშვენიერ დღეს ამოტივტივდა სურვილი დავხმარებოდი ბიძინა ივანიშვილის მოძრაობა „ქართულ ოცნებას“, რადგან ბიძინასთან დიდი ხნის ნაცნობობა მაკავშირებს.’’ გასათვალისწინებელია, რომ მარიამ მეტრეველის ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი, როგორც ის ახსნა–განმარტებაში მიუთითებს,  საშუალოდ 1000-1500 ლარს შეადგენს. აქედან მეტრეველი ხან 500-800 ლარის დანაზოგის გაკეთებას ახერხებს, ხან ამის შესაძლებლობა არ ეძლევა, თუმცა მან ,,ქართული ოცნებისთვის’’ 1500 ლარიანი შემოსავლით 10 000 ლარის ,,ქართული ოცნებისთვის’’ შეწირვა უყოყმანოდ გადაწყვიტა.

რაც შეეხება ვახტანგ ედიშერაშვილს, რომელიც 2000 წლიდან უმუშევარია, და როგორც თავად მიუთითებს, ბიძინა ივანიშვილის ფონდიდან ყოველთვიურად  500 ლარს იღებს, ,,ქართულ ოცნებას’’ 10 000 ლარს სწირავს.

ამონარიდი ვახტანგ გიორგის-ძე ედიშერაშვილის ახსნა–განმარტებიდან: ,,ვარ დროებით უმუშევარი 2000 წლიდან. მე ოთხ წელზე მეტია ვიღებ დახმარებას „ქართუ“ ფონდისგან, ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით. სხვა დროის გარდა, თებერვლის დასაწყისში (9 თებერვალს) განხორციელებული შემოწირულობის გარდა, ქველმოქმედება არასოდეს გამიწევია. მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლებისათვის ან სხვა გაჭირვებულისათვის თანხა არ გადამირიცხავს, გარდა ერთი მაქსიმუმ 5 ლარისა. ქველმოქმედების სურვილი სხვა დროს გამჩენია, თუმცა არ ვთვლიდი თავს ვალდებულად ვინმეს დავხმარებოდი მატერიალურად. იმის საშუალება კი მქონია, რომ ვინმეს დავხმარებოდით 10 -20 -100 ლარით. ჩემთვის ცნობილია, რომ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია შესწიროს ნებისმიერ პარტიას მაქსიმუმ 60 000 ლარი. სწორედ ამიტომ, მე უფლება მივცი ჩემ თავს და შევწირე 10 000 ლარი „ ქართულ ოცნებას“. ბიძინა ივანიშვილის კომპანია ,,ქართული ოცნება’’ ჩემი გემოვნებით შევარჩიე, რადგან მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ორგანიზაცია არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და საარჩევნო ხარჯებისთვის ეს თანხა გამოადგებათ.

მივედი ,,ქართუ ბანკში’’, ვიკითხე „ქართული ოცნების“ ანგარიშის ნომერი, გამიფორმეს საბუთები და თან ნაქონი 10 000 ლარი უშუალოდ შევიტანე „ქართული ოცნების“ ანგარიშზე. დამატებით რამე ანგარიში ბანკში არ გამიხსნია. ნაღდი ფული 10 000 ლარი ჯერ ჩემს პირად ანგარიშზე არ შემიტანია, არც ,,ქართუ ბანკში’’ და არც სხვა ბანკში ანგარიშზე, პირადი არ გამაჩნია, რადგან არ ვენდობი ბანკებს. ჩემი ოჯახის თვიური შემოსავალი არის 2300 ლარი.’’

0

ავტორი: