ბადრიჯნის ნავები ბადრიჯნის ნავები />


  08:28:04     08-05-2012

ბადრიჯნის ნავები

a17814.jpg

მასალა:

ბადრიჯანი 4ც.

სტაფილო 1ც.

ხახვი 1 თავი

პომიდორი 2ც.

ნიორი 3 კბილი

ზეთი შესაწვავად

ოხრახუში, შაშკვლამი, რეჰანი, წიწაკა და მარილი გემოვნებით.

მომზადება:

ბადრიჯანს მოვაჭრათ თავი, გავჭრათ სიგრძეზე, ამოვაცალოთ გული, დაჭრილი ბადრიჯანი მოვათავსოთ ცხიმდასხმულ, გამოსაცხობ ფორმაზე ან ტაფაზე და შევწვათ აირღუმელში ორივე მხრიდან. ბადრიჯნის ამოცლილი გულები დავჭრათ წვრილად და შევწვათ ზეთში, დავამატოთ გახეხილი სტაფილო, დანაყილი ნიორი, წვრილად დაჭრილი ხახვი, პომიდორი და ვთუშოთ მომზადებამდე. მომზადების ბოლოს დავამატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, შაშკვლამი, რეჰანი , მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, კარგად ავურიოთ და გადმოვდგათ გაზქურიდან. შემწვარი ბადრიჯნის ნაჭრები გამოვიღოთ გაზქურიდან, თითოეულზე მოვათავსოთ მომზადებული შიგთავსი და ისევ შევდგათ გაზქურაში 5 წუთით.

0

ავტორი: