08:52:44     07-05-2012
AH-1 Huey Cobra (აშშ)
ეს მოიერიშე ვერტმფრენი შეიქმნა 1965 წელს, პირველი გაფრენაც ამავე წელს შეასრულა, როცა ამერიკის ჯარები ვიეტნამში შევიდა, იქ მათი ძირითადი სადესანტო საშუალება ვერტმფრენი UH-1 Iroquois იყო. ეს ვერტმფრენი არ გამოირჩეოდა ძლიერი ჯავშნით, ამის გამო ის ხშირი მსხვერპლი იყო საზენიტო იარაგის, ამ ვერტმფრენის ჩამოგდება აკ 47_თაც შეიძლებოდა. საჭირო გახდა ვერტმფრენების ესკორტირება, დაცვა და დაზღვევა, Bell Helicopter_მა შექმნა ვერტმფრენი, რომელსაც Iroquois_ის ძრავი ჰქონდა, ვერტმფრენის კორპუსი შეავიწროვეს და მიიღეს 2 კაციანი მოიერიშე ვერტმფრენი, რომელიც შეიარაღებული იყო რაკეტებითა და მძიმე ტყვიამფრქვევებით. ამ დროს დაიწყო ახალი ერა ვერტმფრენებში, რამაც დიდი განვითარება ჰპოვა. დღევანდელი Cobra უფრო გაუმჯობესებულია, მისი კორპუსი უფრო დაიხვეწა და შეიარაღებაც გაუმჯობესდა, დაემატა თანამედროვე ტექნოლოგიები, შეიცვალა დამიზნების სისტემები, მაგალითად UH-1G Huey Cobra_ს აქვს დამიზნების სისტემა, რომელიც პილოტის ჩაფხუტზეა დამონტაჟებული, მფრინავს მხოლოდ თავის მოძრაობით და მიზნის ყურებით მართავს ვერტმფრენის ქვეშ მოთავსებულ მძიმე ტყვიამფრქვევს.
მონაცემები:
ტიპი: მიოერიშე ვერტმფრენი
მწარმოებელი: Bell Helicopter
შეიარაღებაში შევიდა: 1967 წელიდან დღემდე
ერთეულის ღირებულება: 11,3 მილიონი ამერიკული დოლარი
სიჩქარე: 282 კმ/სთ
შეიარღება (მძიმე ტყვიამფრქვევი) : 20 მმ_იანი M197, ტყვიების მარაგი 750 ვაზნა
შეიარაღება (მართვადი რაკეტები ): 2 ტანკსაწინააღმდეგი რაკეტა TOW
შეიარაღება ( უმართავი რაკეტები ): LAU-68 7_სა და LAU-69-19_ს 70 მმ_იანი Hydra_ის სარაკეტო კომპლექსი.
0