09:30:13     05-05-2012
შემწვარი ქათამი ლუდით
მასალა:
ქათმის ბარკალი 4ც.
ლუდი 50მლ.
კვერცხი 1ც.
პურის ფქვილი 3 ს/კ.
წითელი ცხარე წიწაკა და მარილი გემოვნებით
ზეთი შესაწვავად.
მომზადება:
კვერცხი ავთქვიფოთ ლუდთან ერთად, დავამატოთ მარილი, წიწაკა, პურის ფქვილი და კარგად ავურიოთ. ქათმის ბარკლები გავრეცხოთ, გავაშროთ, წავუსვათ მარილი, ამოვავლოთ კვერცხიან მასაში და შევწვათ დიდი რაოდენობის ზეთში, ტაფაზე ორივე მხრიდან.
0