09:25:46     05-05-2012
სალათა „ღორმუცელა"

მასალა:
სტაფილო 3–4ც.
ქათმის ხორცი (შებოლილი) 450გრ.
ხახვი 1–2 თავი
ბარდა 1 ქილა
მაიონეზი და მარილი გემოვნებით.
მარინადი:
ძმარი 2–3 ს.კ.
შაქარი 1–2 ჩ/კ.
წყალი 1 ჭიქა
ხახვი დავჭრათ ნახევართმარისებურად, მოვაყაროთ შაქარი, მოვასხათ ძმარი, წყალი, კარგად ავურიოთ და გავაჩეროთ დასამარინადებლად 1 საათი. სტაფილი გავხეხოთ და მოვთუშთ ტაფაზე დარბილებამდე, მომზადების შემდეგ გავაცივოთ, შემდეგ დავამატოთ კუბიკებად დაჭრილი ქათმის ხორცი, ხახვი, ბარდა, მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ მაიონეზი და კარგად ავურიოთ. მომზადების შემდეგ გავაჩეროთ 1 საათი და გავაფორმოთ სურვილისამებრ.
0