ბინ ლადენის ლიკვიდაციის წლისთავზე, მსოფლიო „ქირურგიული ბომბების“ მოლოდინშია ბინ ლადენის ლიკვიდაციის წლისთავზე, მსოფლიო „ქირურგიული ბომბების“ მოლოდინშია />


  11:51:51     02-05-2012

ბინ ლადენის ლიკვიდაციის წლისთავზე, მსოფლიო „ქირურგიული ბომბების“ მოლოდინშია

a17661.jpg

ზუსტად ერთი წლის წინ, 2 მაისს, პაკისტანში, შეერთებული შტატების სპეცრაზმმა მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტი გაანადგურა. ბინ ლადენის მკვლელობის წლისთავზე, აშშ და ევროპა კვლავ მობილიზებულია: ტერორისტებმა, შესაძლოა, მათ წინააღმდეგ ახალი ტერაქტები მოაწყონ. თანაც, ამერიკული სპეცსამსახურების მონაცემებით, ჯიჰადისტებმა ახალი ტაქტიკა შეიმუშავეს.

ამ დღეებში, დივერსიებს ძირითადად ავიატრანსპორტზე მოელიან. „ალ-ქაედას“ ახალი მეთოდი კი ინპლანტირებული ბომბებია. ასეთი ტერაქტები, ამერიკული მედიის ცნობით, შესაძლოა, განხორციელდეს თვითმფრინავებზე, რომლებიც აშშ-ში მიფრინავენ.

გასულ კვირას, დაზვერვის ფედერალურმა ბიურომ და აშშ-ს ნაციონალური უსაფრთხოების ბიურომ მოსახლეობა უკვე გააფრთხილა ბენ ლადენის ლიკვიდაციის წლისთავთან დაკავშირებით ტერორისტების გააქტიურების შესახებ.

ჟურნალისტების ხელთ არსებული ინფორმაციებით, სავარაუდო საფრთხის გამო დიდ ბრიტანეთში, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის რიგ ქვეყნებში, აეროპორტებში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული. განსაკუთრებული ყურადღება აშშ-სკენ მიმავალ რეისებს ეთმობა. ამერიკული ავიაკომპანიების საზღვარგარეთულ რეისებზეც გაზრდილია ე.წ. მარშალების - სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული სპეცსამსახურების თანამშრომელთა რაოდენობა, რომლებიც კონკრეტულად თვითმფრინავებში უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას.

რაში მდგომარეობს ტერორისტების ახალი ტაქტიკა?

„ადამიანის ორგანიზმში საკმარისი ადგილია იმპლანტანტი ბომბების განსათავსებლად. ქირურგებს შეუძლიათ გახსნან მუცლის ღრუ და მასში ასაფეთქებელი მოწყობილობის იმპლანტირება მოახდინონ ისე, რომ ის შინაგან ორგანოებს შორის მოათავსონ“ - აცხადებს ექსპერტი ქირურგიის სფეროში მარკ მელრუოზი.

თეთრმა სახლმა „ქირურგიული ტერორიზმის“ შესახებ გაფრთხილება ერთი წლის წინ გააკეთა. უფრო ადრე კი გულის არეში განთავსებულ ბომბ-იმპლანტანტებზე დიდ ბრიტანეთში განაცხადეს. ამასთან დაკავშირებით რუსეთის როსტრანსნადზორშიც იყვნენ შეშფოთებულები:

„მუშავდება სლავური შესახედაობის თვითმკვლელი-ტერორისტების გამოყენების შესაძლებლობა… ასაფეთქებელი ნივთიერებები შესაძლოა, ინპლანტირებულ იქნას ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილებში, რომლის მოქმედებაში მოყვანაც ინექციის საშუალებითაა შესაძლებელი“ - ნათქვამია რუსეთის სატრანსპორტო უწყების განცხადებაში.

აშშ თავს იზღვევს, თუმცა უფრო სარწმუნოდ მიიჩნევს იმას, რომ „ალ-ქაედას“ ინტერესებმა გეოგრაფიული მიმართულება შეიცვალა. ამერიკის პრეზიდენტის თანაშემწე ტერორიზმთან ბრძოლაში ჯონ ბრენანი ამბობს, რომ ტერორისტული ქსელის მხრიდან ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხედ შეიძლება მიჩნეული იყოს მისი ფილიალების გაძლიერება-გამყარება აფრიკაში. ბენ ლადენის თავშესაფარში აღმოჩენილ დოკუმენტებში არის მონაცემები, რომლებიც ადასტურებს ტერორისტისა და ნიგერიაში მოქმედი ორგანიზაცია „ბოკო ხარამს“ შორის კონტაქტს. ეს არის ჯგუფი, რომელიც ამ დროისათვის უკვე გაერთიანდა „ალ-ქაედასთან“ და მისგან ტერაქტების ტაქტიკა აითვისა.

როგორც გაზეთი „La Repubblica“ წერს, სწორედ ამან აშშ-ს საფუძველი მისცა აფრიკასა და იემენში უპილოტო საფრენი აპარატების უფრო აქტიურად გამოყენებაზე გაეცა სანქცია, რადგან ეს კონტინენტი „ალ-ქაედასთვის“ „პრივილეგირებულ ობიექტად“ იქცა. 

0

ავტორი: