ინდური ტორტი ინდური ტორტი />


  08:39:57     02-05-2012

ინდური ტორტი

a17646.jpg

მასალა:

ბისკვიტი:

პურის ფქვილი 300გრ.

რძე 200მლ.

იოგურტი 200მლ.

შაქარი 150გრ.

მცენარეული ზეთი 100მლ.

ვანილი 1/2 ჩ/კ.

გამაფხვიერებელი (შეგვიძლია გამოვიყენოთ სოდა) 3 ჩ/კ.

კრემი:

მოხარშული სგუშონი.

მომზადება:

ბისკვიტის მომზადება:

ზეთს დავამატოთ იოგურტი, შაქარი, ვანილი და კარგად ავთქვიფოთ მიქსერით, შემდეგ მომზადებული მასა დავასხათ ფქვილს (ფქვილს წინასწარ შევურიოთ გამაფხვიერებელი), დავამატოთ რძე და კარგად ავურიოთ კოვზით, მომზადებული მასა ჩავასხათ ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ გამოსაცხობ ფორმაში და გამოვაცხოთ 190* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში დაახლოებით 25–30 წუთის განმავლობაში.

ტორტის აწყობა:

გამომცხვარი ბისკვიტი გავაცივოთ, შემდეგ გავჭრათ შუაზე ორ ფენად, პირველ ფენას წავუსვათ მოხარშული სგუშონი, დავაფაროთ მეორე ფენა, კვალავ წავუსვათ  სგუშონი და გავაფორმოთ სურვილისამებრ (მარწყვით, ნიგვზით და ა.შ).

0

ავტორი: