“გორგასლიანი” “გორგასლიანი” />


  08:34:26     01-05-2012

“გორგასლიანი”

a17619.jpg

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში პირველი გუნდური თამაშები სახელწოდებით ”გორგასლიანი” ჩატარდა. შეჯიბრებაში მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა 12 გუნდად მიიღეს (რიგითები, კაპრალები, სერჟანტები). შეჯიბრი სპორტის ოთხ სახეობაში გაიმართა: 1) საბრძოლო მრავალჭიდი, 2) ხრიდოლის სამჭიდი, 3) ესტაფეტა-სირბილი და 4) ჭადრაკი. ”გორგასლიანი” 2 აპრილს დაიწყო და დღეს, 30 აპრილს დაიხურა.

გუნდურ პირველობებში გამარჯვებული სწრაფი რეაგირების ბატალიონი „ალგეთი“ გახდა. მათ ზემოთ ჩამოთვლილ სახეობებიდან ყველაზე მეტი პირველი ადგილი მოიპოვეს. სწრაფი რეაგირების ბატალიონის მეთაურს მთავარი პრიზი ”გორგასლიანი” - გორგასლის მუზარადი, ხმალი და ფარი, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდლის პირველმა მოადგილემ, მაიორმა ნიკოლოზ აგლაძემ გადასცა. 

სახეობათა მიხედვით შეჯიბრებაში გამარჯვებულ გუნდებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული გმირების სახელობის გარდამავალი თასები გადაეცათ.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სპორტის სხვადასხვა სახეობებში შეჯიბრება ”გორგასლიანი” მომავალში რეგულარულად ჩატარდება. 

mod.gov.ge

0

ავტორი: