აჭარული კერძი - იახნი აჭარული კერძი - იახნი />


  08:20:28     01-05-2012

აჭარული კერძი - იახნი

a17617.jpg

მასალა:

ხორცი 2კგ.

ხახვი  0,5კგ.

ნიგოზი  1 ჩ/ჭ.

ზაფრანა  3 ჩ/კ.

ხმელი ქინძი  3-4 ს/კ.

ნიორი  2-3 თავი

მარილი, პილპილი - გემოვნებით.

მომზადება:

მსუქანი ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად (შეიძლება ძვლებიანადაც), დავასხათ წყალი ისე, რომ კარგად ფარავდეს და ვადუღოთ. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი. ნახევრად მოხარშულ ხორცს დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, წმინდად დანაყილი ნიგოზი შეზავებული ზაფრანით, შავი პილპილით, ხმელი ქინძით და მარილით. ქურიდან გადმოდგმისას დავამატოთ დანაყილი ნიორი.

0

ავტორი: