ტორტი „არ მჯერა" ტორტი „არ მჯერა" /> "/> " />


  08:12:49     27-04-2012

ტორტი „არ მჯერა"

a17508.jpg

მასალა:

ბისკვიტი:

კვერცხი 10ც.

პურის ფქვილი 10 ს/კ.

შაქარი 10 ს/კ.

ვანილი 2ც.

სოდა 1 ჩ/კ.

I კრემი:

არაჟანი დაახლოებით 1 ჭიქა

შაქარი გემოვნებით  დაახლოებით 1 ჭიქა

II კრემი:

სგუშონი 1 ქილა

კარაქი 200–250გრ.

გასაფორმებლად:

კივი 8–10ც.

შოკოლადი გემოვნებით.

მომზადება:

ბისკვიტის მომზადება:

(ზემოთაღნიშნული ბისკვიტის მასალა გავყოთ ორ თანაბარ ნაწილად და გამოვაცხოთ 2 ბისკვიტი). კვერცხის ცილა და გული განვაცალკევოთ ერთმანეთისგან. ცილა ავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე (კვერცხის ცილა უნდა გადაიქცეს თეთრ ქაფად), შემდეგ ისე რომ მიქსერი არ გავაჩეროთ ნელ–ნელა ჩავყაროთ შაქარი და ავთქვიფოთ, შემდეგ სათითაოდ ჩავყაროთ კვერცხის გულები და კვლავ ვთქვიფოთ მიქსერით, ბოლოს დავამატოთ ასევე ნელ–ნელა პურის ფქვილი, სოდა, ვანილი  და ვურიოთ ხის კოვზით ერთიანი მასის მიღებამდე. მიღებული მასა ჩავასხათ პერგამენტჩაფარებულ, ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაში (ცომი უნდა ჩავასხათ გაცხელებულ ფორმაში) და გამოვაცხოთ გაცხელებულ აირღუმელში 180* ტემპერატურაზე 20–25 წუთის განმავლობაში. (გამოცხობის პერიოდში პირველი 15–20 წუთი არ შეძლება ღუმელის კარის გამოღება, რადგან ბისკვიტი ჩავარდება) ბისკვიტის მზადყოფნა შევამოწმოთ ხის ჯოხით, ბისკვიტის ცენტრში ჩავარჭოთ ჯოხი და როდესაც ამოვიღებთ თუ ჯოხი მშრალია ე.ი ბისკვიტი მზადაა. (მეორე ბისკვიტიც ასევე გამოვაცხოთ).

I კრემის მომზადება:

არაჟანი აფთქვიფოთ შაქართან ერთად.

II კრემის მომზადება:

დარბილებული კარაქი კარგად ავთქვიფოთ, შემდეგ დავამატოთ სგუშონი და კვლავ ავთქვიფოთ ერთიანი მასის მიღებამდე.

ტორტის აწყობა:

გამომცხვარი ბისკვიტები ცოტა გავაცივოთ და გავჭრათ დანის საშუალებით შუაზე (უნდა გამოვიდეს ოთხი ფირფიტა), შემდეგ სასურველ ფორმაზე დავსხათ ცოტა არაჟნის კრემი კარაგად მოვასწოროთ ზედაპირზე, დავაფაროოთ ერთი ფირფიტა, დავასხათ კიდევ არაჟნის კრემი, კოვზით გადავანაწილოთ ისე რომ მთლიანად ფარავდეს ფირფიტას და გავაჩეროთ 5 წუთი, შემდეგ ფირფიტას კოვზით მოვაშოროთ ზედმეტი კრემი, გადავიტანოთ სასურველ ფორმაზე, წავუსვათ სგუშონიანი კრემი და მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი ასე გავაკეთოთ ბოლო ფენამდე, ბოლო ფენასაც წავუსვათ სგუშონიანი კრემი ზედაპირზე და ირგვლივ, ცენტრში მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი და გავაფორმოთ კივით.

0

ავტორი: