შემწვარი თევზი სოკოთი შემწვარი თევზი სოკოთი />


  09:16:40     26-04-2012

შემწვარი თევზი სოკოთი

a17475.jpg

მასალა:

თევზის ფილე ნებისმიერი 500გრ.

კვერცხი 1ც.

სოკო 300გრ.

ხახვი 150გრ.

დაფქვილი ორცხობილა (სუხარი) ან პურის ფქვილი ამოსავლებად

მცენარეული ზეთი შესაწვავად

დაფქვილი წიწაკა და მარილი გემოვნებით.

მომზადება:

თევზის ფილე დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. კვერცხი ავთქვიფოთ, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა. თევზის ნაჭრები ამოვავლოთ ჯერ კვერცხში, შემდეგ ორცხობილაში (სუხარში) და შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან. სოკო დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ ზეთში, შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მარილი, პილპილი და ვთუშოთ სანამ სითხე მთლიანად არ გაქრება (დაახლოებით 10 წუთი). თეფშზე დავაწყოთ შემწვარი თევზი, ხოლო თევზზე მოვათავსოთ შემწვარი სოკო და გავაფორმოთ მწვანილით.

0

ავტორი: