09:16:05     26-04-2012
ნამცხვარი „პრანჭია"
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 500გრ.
კარაქი 250გრ.
შაქარი 300გრ.
კვერცხი 3ც.
გამაფხვიერებელი 2 ჩ/კ.
რძე 250გრ.
თხილი (გატარებული) 100გრ.
გასაფორმებლად:
მარწყვის ჯემი 300გრ.
ნიგოზი (გატარებული) 200გრ.
თეთრი შოკოლადი 200–250გრ.
მთლიანი თხილი (რამდენი ნაჭერი ნამცხვარიც გამოვა).
მომზადება:
დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავამატოთ კვერცხი, კვლავ ავთქვიფოთ, შემდეგ დავამატოთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, რძე, გატარებული თხილი და კარგად ავურიოთ. მომზადებული მასა მოვათავსოთ პერგამენტდაფარებულ გამოსაცხობ ფორმაზე, კოვზით კარაგად მოვუსწოროთ ზედაპირი და გამოვაცხოთ 180* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში 30–35 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ გავაცივოთ და დავჭრათ სასურველი ფორმის ნაჭრებად. თითოეული ნაჭერი ორივე მხარეს ამოვავლოთ მურაბაში (მურაბა წინასწარ გავაცხელოთ), შემდეგ გატარებულ ნიგოზში, ზედაპირზე მოვასხათ გამდნარი შოკოლადი (შოკოლადი გავადნოთ წყლის აბაზანაზე) და გავაფორმოთ თხილით.
0