08:15:43     26-04-2012
ნიკა ფუტკარაძის პოეზიის საღამო
27 აპრილს, 18 საათზე, კოლეჯში ’’იკაროსი’’, საქველმოქმედო ფონდის, ’’წმინდა ანდრიას ჯვარი’’, ორგანიზებით გაიმართება
ახალგაზრდა პოეტის, ნიკა (ნიკოლოზ) ფუტკარაძის
შემოქმედებითი საღამო
და
წიგნის - „წვეთავს ნატვრებიდან პოეზია“-
პრეზენტაცია.
ეს წიგნი ნიკას მეორე კრებულია.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: მარშალ გელოვანის 4;
ტელ. 2381944, 574252505.
გთავაზობთ ნიკა ფუტკარაძის ლექსს.
ნენე
მზეს ჩემს სოფელში ამოსვლას ასწრებს,
ჩემი სევდიანი ნენე,
მზე გულში აქვს და მთელ სოფელს უთბობს
შრომით დაკოჟრილ ხელებს.
თვალებში სევდის ღრუბელი დადის,
ხმა ჩონგურის და ჩანგის,
ის დალალები დაპწნილ ყველივით,
გაჭაღარავდა დარდით.
და ჩემი ნენე, ნენე ლამაზი,
როგორც ყვავილი მინდვრის,
ჩაქსოვილია ისტორიაში,
ეხვევა დროის ნისლი.
ვენახის ბოლოს ახალი ვაზი,
გადაიხარა მზისკენ,
ხოლო ქალაქის მტვერსა და კვამლში,
ბუნება უკან იხევს...
და მჭადზე დასმული ჯვართა შორის კი,
გადამალულა ცრემლი,
რომელიც მზეში აქრობს ქალწულებს,
იმედებს ხიზნავს მთებში.
დასევდიანდა ეს ჩემი ნენე
და ჭკნება როგორც ვარდი
მისთვის სამშობლოს სისხლიან ფურცლებს,
მოაქვს ოხვრა და დარდი.
ნენეს ძარღვებში ქართული სისხლი,
ნიაღვარივით ჩქეფს,
მზეს გაღვიძება დაასწრო ნენემ,
რადგან თვითაა მზე.