ლიტერატურული კონკურსი „მესამე თვალი“ ლიტერატურული კონკურსი „მესამე თვალი“ />


  08:14:54     26-04-2012

ლიტერატურული კონკურსი „მესამე თვალი“

a17462.jpg

საქართველოში, სტუდენტურ დღეებთან დაკავშირებით, გაიმართება ლიტერატურული კონკურსი „მესამე თვალი“.

ლიტერატურული კონკურსი პოეზიაში - "მესამე თვალი" ტარდება ქალაქ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტურ დღეებთან დაკავშირებით, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ავტორს, რომლის ასაკიც არ აღემატება 25 წელს.

კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა, 2012 წლის 6 მაისამდე უნდა გამოაგზავნოს 1 საკუთარი ლექსი, 1 ფოტოსურათი და საკუთარი ტელეფონის ნომერი, ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

კონკურსში მონაწილეობა უფასოა. ნაწერებს შეაფასებს ჟიური, რომლის ვინაობა საიდუმლო იქნება ფინალურ ეტაპამდე.

კონკურსის ჩატარების კონკრეტული თარიღი გამოქვეყნდება ნაწარმოებების შეფასების შემდეგ.

ასევე ფინალურ ეტაპზე იქნება წიგნის პრეზენტაცია, რომელშიც დაიბეჭდება - კონკურსში მონაწილე რეიტინგით ყველაზე მაღალი 100 ლექსი.

გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრემიები:

1 პრემია - 150 ლარი

2 პრემია - 100 ლარი

3 პეემია - 50 ლარი

გამარჯვებული მონაწილეები ასევე დასაჩუქრდებიან სხვადაშსხვა საჩუქრებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე :

http://www.facebook.com/profile.php?id=100003727283458

ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 593–59–29–70

გისურვებთ წარმატებებს.

0

ავტორი: