08:47:29     24-04-2012
გერმანიის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ვიზიტი
საქართველოში ვიზიტით გერმანიის თავდაცვის ფედერალური მინისტრის მოადგილე თომას კოსენდეი იმყოფება. გერმანიის დელეგაცია დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნოდარ ხარშილაძემ მიიღო. შეხვედრაზე საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ISAF-ის ოპერაციაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობაზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გერმანელ კოლეგას თავდაცვის სფეროში გაწეული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება. ამ ეტაპზე საქართველოსა და გერმანიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებებია სამხედრო განათლება და სერჟანტთა მომზადება.
დღესვე გერმანიის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თომას კოსენდეიმ სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მოხსენება წაიკითხა თემაზე "გერმანიის ბუნდესვერის რეფორმა - პასუხი უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვევებზე". ვიზიტის ფარგლებში იგი უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ნინო კალანდაძეს შეხვდა. გერმანიის თავდაცვის მინისტრის მოადგილე საქართველოში ვიზიტს დღეს დაასრულებს.
mod.gov.ge
0