ვაფლის ნამცხვარი ვაფლის ნამცხვარი />


  06:48:01     23-04-2012

ვაფლის ნამცხვარი

a17315.jpg

მასალა:

ცომი:

პურის ფქვილი 1 ჭიქა

კვერცხი 5ც.

შაქარი 1 ჭიქა

მარგარინი 200 გრ.

შიგთავსი:

მოხარშული შესქელებული რძე გემოვნებით.

მომზადება:

კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, შემდეგ დავმატოთ გამდნარი მარგარინი, ფქვილი და კარგად ავურიოთ (ცომს უნდა ჰქონდეს არაჟნის კონსისტენცია). მომზადებული ცომი პატა პორციებად დავსახათ ცხიმწასმულ ვაფლის საცხობზე და გამოვაცხოთ. გამოცხბოს შემდეგ ცხელი ვაფლის ფირფიტები გადავახვიოთ რულეტისებურად და როდესაც რულეტები გაცივდება ამოვავსოთ მოხარშული შესქელებული რძით. (რულეტები შეგვიძლია ამოვავსოთ ნებისმიერი კრემით, მოხარშლი, ბეზეთი და ა.შ).

0

ავტორი: