06:11:48     21-04-2012
წიწილა ისრიმ–მაყვალში
მასალა:
წიწილა 1კგ.
ზეთი შესაწვავად
მარილი გემოვნებით.
სოუსი:
მაყვალი 100გრ.
მწვანე ყურძენი 100გრ.
ნიორი 4 კბილი
წიწაკა 1ც.
ქინძი 2 კონა.
გატარებული ნიგოზი 2 ს/კ.
დაფქვილი შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
წიწილა გავჭრათ მკერდზე, გავასუფთავოდ, გავრეცხოთ, მოვაყაროთ მარილი და შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან (ზემოდან დავადოთ რაიმე სიმძიმე, რათა კარგად შეიწვას).
სოუსის მომზადება:
ყურძენი გავცრათ (კანი და კეკლები გადავყაროთ), დავამატოთ ჩანგლით დასრესილი მაყვალი, გატარებული ნიგოზი, წიწაკა, ნიორი და ქინძი, მოვაყაროთ მარილი კარგად ავურიოთ და მოვასხათ შემწვარ ცხელ წიწილას. გავაფორმოთ დაჭრილი მწვანილით.
0