შოკოლადის ტორტი ფორთოხლის ჯემით შოკოლადის ტორტი ფორთოხლის ჯემით />


  06:10:23     21-04-2012

შოკოლადის ტორტი ფორთოხლის ჯემით

a17277.jpg

მასალა:

ბისკვიტი:

კვერცხი 3ც.

არაჟანი 300გრ.

შაქარი 1 ჭიქა

პურის ფქვილი 1,5 ჭიქა

კაკაო 2 ს/კ.

ნიგოზი 50გრ.

სგუშონი 0,5 ქილა

გამაფხვიერებელი 2 ჩ/კ ან 1 ჩ/კ. სოდა

შიგთავსი:

ფორთოხლის ჯემი გემოვნებით.

გასაფორმებლად:

დაფხვნილი ორცხობილა (პეჩენია) გემოვნებით.

კრემი:

სგუშონი 1 ქილა

კარაქი 250გრ.

კაკაო 2 ს/კ.

მომზადება:

კვერცხს დავამატოთ არაჟანი, შაქარი, კაკაო, სგუშონი, გამაფხვიერებელი და კარგად ავთქვიფოთ მიქსერით, შემდეგ დავამატოთ გატარებული ნიგოზი, ფქვილი და კარგად ავურიოთ ერთიანი მასის მიღებამდე. მიღებული მასა ჩავასხათ პერგამენტჩაფარებულ, ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაში (ცომი უნდა ჩავასხათ გაცხელებულ ფორმაში) და გამოვაცხოთ გაცხელებულ აირღუმელში. ბისკვიტის მზადყოფნა შევამოწმოთ ხის ჯოხით, ბისკვიტის ცენტრში ჩავარჭოთ ჯოხი და როდესაც ამოვიღებთ თუ ჯოხი მშრალია ე.ი ბისკვიტი მზადაა.

კრემის მომზადება:

კარაქი ავთქვიფოთ მიქსერით, შემდეგ დავამატოთ სგუშონი, კაკაო და კვალავ ავთქვიფოთ ერთიანი მასის მიღებამდე. მომზადებული კრემი შევინახოთ მაცივარში (საყინულეში) 1 საათით.

ტორტის აწყობა:

გამომცხვარი ბისკვიტი გავაცივოთ, შემდეგ გავჭრათ შუაზე ორ ფენად, პირველ ფენას წავუსვათ ფორთოხლის ჯემი, შემდეგ წავუსვათ მომზადებული კრემი,  დავაფაროთ მეორე ფენა, კვალავ წავუსვათ  კრემი, მოვაყაროთ დაფხვნილი ორცხობილა და გავაფორმოთ დარჩენილი კრემით.

0

ავტორი: